მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მამუკა მდინარაძის მინისტრის აპარატს ცალკე შტატი არ ექნება და საშტატო მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს - კანონპროექტი
მამუკა მდინარაძის მინისტრის აპარატს ცალკე შტატი არ ექნება და საშტატო მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს - კანონპროექტი

მამუკა მდინარაძის მინისტრის აპარატს ცალკე შტატი არ ექნება და საშტატო მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს - კანონპროექტი

BM.GE27 აპრილი, 2026, 18:20|bm.ge

მთავრობამ პარლამენტს განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი, რომლითაც იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ უწყება მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება და მას ცალკე გამოყოფილი შტატი არ ეყოლება, უწყების საკადრო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობის ადმინისტრაცია იქნება და ამ მხრივ ახალ შტატებს მთავრობა არ დაიქირავებს. ამასთან, უწყების დაფინანსებაც სრულად მთავრობის ადმინისტრაციის 2026 წლის ბიუჯეტიდან მოხდება.

"კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ იქმნება ახალი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მოხდება მისი შრომის ანაზღაურება, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას, იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან იქნება უზრუნველყოფილი.

კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით არ იქონიებს გავლენას, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში აპარატულ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აღნიშნული უწყების დაფუძნების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 21 აპრილს გამოვიდა, იმავე დღეს როდესაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ თანამდებობაზე შს მინისტრი გელა გელაძე გადაინაცვლებს, ხოლო შს მინისტრის პოსტი კი აჭარის მთავრობის ყოფილმა უფროსმა სულხან თამაზაშვილმა დაიკავა.

"საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შემოღებულ იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. აღნიშნული ცვლილებით მოხდება სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის ზრდა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების გზით, ისე რომ, შენარჩუნებული იქნება სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა", - ნათქვამია ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მთავრობა ამ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →მინისტრი →მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE