მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანეთის ელჩს და LSE-ს წარმომადგენელს შეხვდა - რა განიხილეს?
მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანეთის ელჩს და LSE-ს წარმომადგენელს შეხვდა - რა განიხილეს?

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანეთის ელჩს და LSE-ს წარმომადგენელს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE7 ივლისი, 2026, 21:19|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის (LSE) ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკური ტენდენციები, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მზარდი დინამიკა, მათ შორის, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

"შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში ქართული კომპანიების გააქტიურება კაპიტალის ბაზარზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გავლენას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ცალკეულ სექტორებში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ბიზნეს სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა, რასაც განაპირობებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეფექტიანი რეფორმები, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები და სწორი ინსტიტუციური განვითარება, მათ შორის, კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.

შეხვედრაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE