მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2032 წელს მიიღებს|აქამდე 2029 წელი სახელდებოდა
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2032 წელს მიიღებს|აქამდე 2029 წელი სახელდებოდა

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2032 წელს მიიღებს|აქამდე 2029 წელი სახელდებოდა

BM.GE22 მაისი, 2026, 03:50|bm.ge

განახლება|00:55 საათზე: BMG-ის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას და ანაკლიის პორტის ამოქმედების თარიღად ისევ 2029 წელი რჩება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ ტვირთს 2032 წელს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლოს ეკონომიკის მინისტრიც და მისი მოადგილე თამარ იოსელიანიც აცხადებდნენ, რომ ანაკლიაში პირველი გემი 2029 წელს შემოვიდოდა და პორტი ტვირთების დამუშავებას დაიწყებდა. პორტის ამოქმედების თარიღის შეცვლის შესახებ მარიამ ქვრივიშვილს არც რამდენიმე კვირის წინ, ანაკლიაში ვიზიტის დროს უსაუბრია.

ეკონომიკის მინისტრს ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღის შეცვლის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

"გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები ჩინურ კონსორციუმთან და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ აღნიშნული მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. არსებული გეგმა გრაფიკის მიხედვით, რომელსაც მივყვებით, 2032 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი ტვირთის მიღება უნდა შეძლოს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე თქვა, რომ მოხდა პროექტის ფინანსური ოპტიმიზაცია და პროექტი 55 მილიონი დოლარით გაიაფდა.

"გასული თვეების განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ კონტრაქტორთან ერთად, რომ პროექტის ფინანსური ოპტიმიზაცია მომხდარიყო და 55 მილიონი დოლარით გაიაფდა პროექტი ოღონდ არა პროექტის ოპტიმიზაციის ან სამშენებლო კომპონენტების შემცირების ხარჯზე. პროექტი არის უცვლელი, მოხდა ფინანსური კომპონენტების ოპტიმიზაცია და სწორედ აღნიშნული ოპტიმიზაცია მოგვცემს რომ იგივე დროში უფრო მეტი ინფრასტრუქტურის მოწყობა შევძლოთ ანაკლიაში. ანაკლიაში დაიწყო აქტიური სამშენებლო სამუშაოები. ყველაფერი გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

BMG ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს კითხვით, რა მიზეზით გადაიწია ანაკლიის პორტის ამოქმედების ვადამ და პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პორტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • The New York Times: ირანი უკრაინულ პორტზე საპასუხო იერიშის მიტანას განიხილავდაიმედი
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • დრონების მასირებული იერიში როსტოვის ოლქზე - ნავთობბაზებსა და პორტში ხანძარიატვ პირველი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
პორტის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE