მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მარიტა" ზამთარში რძის პროდუქტების კიდევ 10%-ით გაძვირებას ვარაუდობს|მიზეზები
"მარიტა" ზამთარში რძის პროდუქტების კიდევ 10%-ით გაძვირებას ვარაუდობს|მიზეზები

"მარიტა" ზამთარში რძის პროდუქტების კიდევ 10%-ით გაძვირებას ვარაუდობს|მიზეზები

BM.GE18 ოქტომბერი, 2026, 14:00|bm.ge

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მარიტა“ ზამთრის პერიოდში პროდუქციის ფასების დაახლოებით 10%-ით ზრდას ვარაუდობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ქეთი ბოლქვაძემ BM.GE-ს განუცხადა, ფასების ცვლილება რძის მიწოდებასა და ნედლეულის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს რძის შესყიდვის ფასი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 10-20 თეთრით გაიზარდა, რამაც მზა პროდუქციის გაძვირებაც განაპირობა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „მარიტამ“ პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 10%-ით უკვე გაზარდა, მაშინ როდესაც ნედლეული 15-20%-ით გაძვირდა.

"რძის რაოდენობა რაც უფრო მცირდება, ფასი იმატებს. წელს რძის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 10-20 თეთრით არის გაზრდილი. შესაბამისად, პროდუქციის ფასის ზრდაც მოგვიწია. დაახლოებით 10%-ით გავაძვირეთ ჩვენი ნაწარმი, თუმცა ნედლეული 15-20%-ით არის გაძვირებული", - განმარტავს ქეთი ბოლქვაძე.

მისივე თქმით, ზამთარში რძის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. ამ ეტაპზე, სეზონური კლების შედეგად, კომპანიას რძის მიწოდება დაახლოებით 25%-ით შეუმცირდა, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი შემცირება შესაძლოა 50%-მდე გაიზარდოს.

"ფასების შემდგომი ზრდა აუცილებლად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობის რძე გვექნება და რა ფასად შევძლებთ მის შეძენას. სავარაუდოდ, ზამთარში ჩვენ პროდუქტზე ფასების ზრდა დაახლოებით 10% იქნება მოსალოდნელი, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება წინასწარ რთულია", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ქეთი ბოლქვაძის განმარტებით, რძის დეფიციტი მხოლოდ სეზონურ ფაქტორს არ უკავშირდება. პრობლემას ფერმერების რაოდენობის შემცირებაც ამწვავებს, რადგან პირუტყვის შენახვა და გამოკვება ძვირდება, რძის წარმოება კი ფერმერებისთვის ნაკლებად მოგებიანი ხდება.

რძის მიწოდების შემცირების ფონზე „მარიტა“ ამ ეტაპზე ასორტიმენტის გაფართოებასაც თავს იკავებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წარმოება ძირითადად იმ პროდუქტებზეა კონცენტრირებული, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია - იმერულ და პიტნიან ყველსა და სულგუნზე. ამასთან, კომპანია ქსელურ მარკეტებში შესვლის გეგმასაც დროებით აჩერებს, რადგან საცალო ქსელების ფასნამატი პროდუქციის საბოლოო ფასს მნიშვნელოვნად ზრდის. ამჟამად „მარიტა“ პროდუქციას საკუთარი ონლაინ არხებითა და ადგილზე ყიდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანქტ-პეტერბურგში დრონების შეტევის შემდეგ Ozon-ის საწყობსა და ნავთობის ტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

სანქტ-პეტერბურგში დრონების შეტევის შემდეგ Ozon-ის საწყობსა და ნავთობის ტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

BM.GE

სოფლებში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დროებითი "ასაწყობი სკოლები" მოეწყობა - სოხაძე

სოფლებში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დროებითი "ასაწყობი სკოლები" მოეწყობა - სოხაძე

BM.GE

ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში თითოეულ წევრ ასოციაციას $25 მილიონს ჰპირდება - მათ შორისაა საქართველოც

ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში თითოეულ წევრ ასოციაციას $25 მილიონს ჰპირდება - მათ შორისაა საქართველოც

BM.GE

ბინა, სესხები... - რა ქონებას ფლობს GITA-ს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე? - დეკლარაცია

ბინა, სესხები... - რა ქონებას ფლობს GITA-ს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე? - დეკლარაცია

BM.GE