მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა
მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

BM.GE22 აგვისტო, 2026, 04:34|bm.ge

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მე-19 საუკუნის გოთიკური სტილის ციხესიმაგრე შეიძინა. Strancally-ის სახელით ცნობილი ისტორიული შენობა დაახლოებით 1830 წელს არის აგებული და მდინარე ბლექუოთერს გადმოჰყურებს. იგი კომპანიის ევროპის სათავო ოფისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და არქიტექტურული არქივის თანახმად, 2003 წელს მას მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქცია უძრავი ქონების ფასების სახელმწიფო რეესტრში ოფიციალურად არ ფიქსირდება, გამოცემა The Irish Times-ის შეფასებით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, ქონების ღირებულება 20-დან 30 მილიონ ევრომდე მერყეობს. ცუკერბერგის პრესსპიკერის განცხადებით, მილიარდერი და მისი ოჯახი მოხარულები არიან ამ ისტორიულ სახლზე ზრუნვის შესაძლებლობით და ირლანდიაში დროის გატარებას მოუთმენლად ელიან.ცნობისთვის, ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმის გამო, ირლანდიაში არაერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, მათ შორის Meta-ს ევროპული შტაბ-ბინა მდებარეობს, სადაც კომპანია დაახლოებით 1 500 ადამიანს ასაქმებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

BM.GE

7 თვეში თბილისში 2.3 მილიარდის ბინები გაიყიდა, ბათუმში 595 მილიონის - რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?

7 თვეში თბილისში 2.3 მილიარდის ბინები გაიყიდა, ბათუმში 595 მილიონის - რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE

Brabus-მა ახალი კუპე წარადგინა

Brabus-მა ახალი კუპე წარადგინა

BM.GE

კონგო ებოლას ეპიდემიის წინააღმდეგ ვაქცინის 70 000 დოზას მიიღებს

კონგო ებოლას ეპიდემიის წინააღმდეგ ვაქცინის 70 000 დოზას მიიღებს

BM.GE