მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარნეულში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს, საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს
მარნეულში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს, საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

მარნეულში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს, საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE27 მაისი, 2026, 23:50|bm.ge

მარნეულში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში, ბერიტაშვილის ქუჩა N12-ზე, ფიზიკური პირი ა.კ. გამოავლინეს, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ქათმის სასაკლაო. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა, ამასთან, წარმოებაში ჰიგიენური ნორმები უხეშად იყო დარღვეული. დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ აგრძელებს არალეგალური სურსათის საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ, უზრუნველყონ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და შესაბამისი აღიარების გარეშე პროდუქციის წარმოებას თავი აარიდონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE