მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილი - Netgazeti
საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილი - Netgazeti

საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილი - Netgazeti

ნეტგაზეთი21 ოქტომბერი, 2026, 16:09|netgazeti.ge

საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ „ოცნების“ სარჩელს ქვეყნის ინტერესების ისტორიული მასშტაბის ღალატად მიიჩნევს.

ის ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სარჩელის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან „გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც“, რაზეც „ოცნება“ წულუკიანის კომისიის დასკვნას იმოწმებს.

„თავს ნურავინ მოიტყუებთ. ეს არ არის არც „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის პროცესი და არც — წარსულის გადააზრების. რასაც ეს პროცესი ეძღვნება, არის რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნა, რომ ის საქართველოს ოკუპაციის დროს მოქმედებდა არა როგორც აგრესორი და ოკუპანტი, არამედ როგორც მშვიდობისმყოფელი“, — წერს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიების აკრძალვის საქმეზე.

„სარჩელი, რომელსაც დღეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, სწორედ ამას ამბობს. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, არქმევს პროვოკაციას, რომლის საფუძველზეც რუსეთი „იძულებული გახდა“ შემოჭრილიყო საქართველოში. ანუ, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში იმიტომ, რომ ამის საფუძველი საქართველოს ხელისუფლებამ მისცა. (ხელისუფლებამ და არა რომელიმე პარტიამ) ეს ის „არგუმენტია“, რომელსაც წლების განმავლობაში რუსეთი ამტკიცებდა საერთაშორისო სისტემაში და ვერ დაამკვიდრა. ახლა საქართველოს პარლამენტი და მისი წევრები, მთავრობა და საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს კონსტიტუციის დონეზე ამყარებენ“, — აცხადებს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით:

რუსეთს ეძლევა სამართლებრივი არგუმენტი, განაახლოს დავა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისათვის; საქართველოს ხელისუფლება თავად იზღუდავს საკუთარ სუვერენიტეტს საკუთარ, თუნდაც ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან დგინდება პრეცედენტი, როდესაც ნებისმიერი შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა არ შედიოდეს რუსეთის ინტერესებში, განხილულ იქნება მის პროვოცირებად და, შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად.

„დაივიწყეთ პოლიტიკური პარტიები, ვის, ვინ და რომელი პარტია მოსწონს და ვინ რად მიგვაჩნია. ის, რასაც ახლა ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ქვეყნის ინტერესების ისტორიული მასშტაბის ღალატი, რომელიც საშვილიშვილოდ გაჰყვება ყველა მის აქტიურ თუ პასიურ თანამონაწილეს!“, — მიიჩნევს ცქიტიშვილი.

დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 297 სტატია.

  • ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებსBM.GE
  • რუსეთის თქმით, მზადაა უკრაინა-აშშ-სთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები განაახლოსფორმულა
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩებარუსთავი 2
რუსეთის →პროცესი →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

ნეტგაზეთი