მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარნეულში ინდმეწარმეები მცენარეთა დაცვის საშუალებებს უკანონოდ ყიდდნენ - სეს
მარნეულში ინდმეწარმეები მცენარეთა დაცვის საშუალებებს უკანონოდ ყიდდნენ - სეს

მარნეულში ინდმეწარმეები მცენარეთა დაცვის საშუალებებს უკანონოდ ყიდდნენ - სეს

BM.GE21 აგვისტო, 2026, 18:10|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, პესტიციდების და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს.

ამის შესახებ სეს-ი იტყობინება.

უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ინდივიდუალური მეწარმეები ზ.ი.( სოფ. ენიქენდი) და ე. ნ. (სოფ. კირიხილო) მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციას სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აღსრულების ბიურომ წავკისში ნიკა გილაურის სახლი აუქციონზე იძულების წესით ₾4 მილიონად გაყიდა

აღსრულების ბიურომ წავკისში ნიკა გილაურის სახლი აუქციონზე იძულების წესით ₾4 მილიონად გაყიდა

BM.GE

ავიაკატასტროფა ალასკაზე - ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა ალასკაზე - ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

ქართულ-ლიეტუვური კულტურული დიალოგი: თბილისში გამოფენა "პირადი სივრცეები" იხსნება

ქართულ-ლიეტუვური კულტურული დიალოგი: თბილისში გამოფენა "პირადი სივრცეები" იხსნება

BM.GE

Fitch: ოქროს გაძვირებამ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ფინანსური ბუფერები გააძლიერა

Fitch: ოქროს გაძვირებამ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ფინანსური ბუფერები გააძლიერა

BM.GE