
მართე ფინანსები თვალის დახამხამებაში: როგორ ამარტივებს ჰეშბანკი შენს ყოველდღიურობას?
სამყარო იცვლება, ჩვენი ჩვევები და მიზნები კი სულ უფრო სწრაფ ტემპს მოითხოვს. ფინანსური სერვისები მუდმივად ვითარდება, თუმცა მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - სისწრაფე, სიმარტივე და ერთ სივრცეში გაერთიანებული შესაძლებლობები. ჰეშბანკმა ტრადიციული საბანკო სერვისები და კრიპტოინდუსტრია სწორედ ამ იდეით დააკავშირა. ასე შეიქმნა თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის.
და მაინც, როგორ გაგიმარტივებს ჰეშბანკი ყოველდღიურობას?
სწრაფი რეგისტრაცია და პირველი ბიტკოინი საჩუქრად
ჰეშბანკში ანგარიშის გახსნისა და ციფრული Visa ბარათის აღების პროცესი სრულად დისტანციურია და სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ჩვენი ახალი კამპანიის ფარგლებში, 31 მაისის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში, საჩუქრად 10 ლარის ეკვივალენტ ბიტკოინს მიიღებ.
• მყისიერი გამოყენება: ჰეშბარათი გააქტიურებისთანავე შეგიძლია დაამატო Apple Pay-სა თუ Google Pay-ში და გადაიხადო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. • ფიზიკური ბარათის უფასო მიწოდება: თუ ფიზიკური ბარათით სარგებლობა გსურს, შეუკვეთე ის სულ რამდენიმე წამში აპლიკაციიდან და ჩვენ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მოგიტანთ. • უფასო განაღდება: ფიზიკური თუ ციფრულიVisa ჰეშბარათით თანხას ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდ გაანაღდებ.
კრიპტო, მარტივად
ჰეშბანკი ტრადიციულ ფულსა და ციფრულ აქტივებს შორის არსებულ ბარიერებს აქრობს. აპლიკაცია გაძლევს შესაძლებლობას, საბანკო ანგარიშები და კრიპტოპორტფელი ერთი სივრციდან მართო.
• ინვესტირება საბანკო გარემოში: იყიდე, გაყიდე ან გადაცვალე 50-მდე პოპულარული კრიპტოვალუტა თვალის დახამხამებაში, დამატებითი რეგისტრაციების გარეშე. • გადარიცხვები საკომისიოს გარეშე: მეგობრისთვის კრიპტოვალუტის გადასარიცხად მხოლოდ მისი მობილურის ნომერი გჭირდება, ოპერაცია კი წამებში და სრულიად უფასოდ სრულდება.
