მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მართვის მოწმობის პრაქტიკული ეტაპის დასაჯავშნად ვადა ერთი თვიდან თვენახევრამდე გაიზარდა - შსს
მართვის მოწმობის პრაქტიკული ეტაპის დასაჯავშნად ვადა ერთი თვიდან თვენახევრამდე გაიზარდა - შსს

მართვის მოწმობის პრაქტიკული ეტაპის დასაჯავშნად ვადა ერთი თვიდან თვენახევრამდე გაიზარდა - შსს

BM.GE4 ივნისი, 2026, 16:54|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნის წესი შეიცვალა.

კერძოდ, მოქალაქეებისთვის საგამოცდო თარიღების დაჯავშნა, არსებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, უკვე თვენახევრიან პერიოდში გახდა ხელმისაწვდომი.

უწყების განმარტებით, მას შემდეგ, რაც საგამოცდო ადგილები სრულად შეივსება, აღნიშნულ პერიოდზე ეტაპობრივად კიდევ 3 000-ზე მეტი დამატებითი ადგილი გამოიყოფა.

მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ცვლილება შესაძლებლობას მისცემს იმ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ადგილების გახსნისთანავე ვერ მოახერხეს რეზერვაცია, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით, მათთვის სასურველ დროს შეარჩიონ.

2026 წლის 15 ივნისიდან მძღოლობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის ეტაპზე მსუბუქი შეცდომების დასაშვები რაოდენობა 12-დან 15-მდე იზრდება. შესაბამისად, კანდიდატი გამოცდაზე ჩაჭრილად მხოლოდ 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის დაგროვების შემთხვევაში ჩაითვლება.

ამასთან, ახალი წესით, კანდიდატებს მცირე ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობაც მიეცემათ. თუ გამოცდის დაწყებამდე უსაფრთხოების პროცედურები (მაგალითად, ღვედის შეკვრა, სარკეების გასწორება ან ავტომობილის მზადყოფნის შემოწმება) არასრულად ან არასწორად შესრულდება, გამომცდელი კანდიდატს თავდაპირველად სიტყვიერ მითითებას მისცემს და შეცდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ ის ხარვეზს მითითების შემდეგაც არ გამოასწორებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და გასაკეთებელი კიდევ ბევრია - სოსო ფხაკაძე კადრების დეფიციტზე

გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და გასაკეთებელი კიდევ ბევრია - სოსო ფხაკაძე კადრების დეფიციტზე

BM.GE

"ამ ღირსეულ და დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია" - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პროტესტს წყვეტენ

"ამ ღირსეულ და დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია" - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პროტესტს წყვეტენ

BM.GE

დიუშენით დაავადებული ბავშვების საკითხზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება - მიხეილ სარჯველაძე

დიუშენით დაავადებული ბავშვების საკითხზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება - მიხეილ სარჯველაძე

BM.GE

კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე

კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე

BM.GE