
მასკმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელ ბავშვს SpaceX-ის აქციებს გადასცემს
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ მომავალ წელს ამერიკაში მცხოვრებ ყველა ბავშვს SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში 18 წლამდე ასაკის 73 მილიონი მოზარდი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ ინიციატივის საერთო ღირებულება დაახლოებით $10.66 მილიარდი იქნება.
თავად მასკმა პროექტის განხორციელების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება.
როგორც მედია წერს, მასკის განცხადება კავშირშია ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია Anthropic-ის ახალ გადაწყვეტილებასთან. დარიო ამოდეის სტარტაპმა კვირას დააანონსა, რომ საკუთარი აქციების 5%-ს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ახალ ფონდს გადასცემს.
ილონ მასკმა ამოდეის ინიციატივა სოციალურ ქსელში შეაფასა და აღნიშნა, რომ ფასიანი ქაღალდების პირდაპირ ხალხისთვის მიცემა უკეთესი გამოსავალი იქნება.
BM.GE
წყარო: bm.ge