მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მასწავლებელთა ხანდაზმულობა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა სექტორისთვის გამოწვევაა"|Galt&Taggart
"მასწავლებელთა ხანდაზმულობა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა სექტორისთვის გამოწვევაა"|Galt&Taggart

"მასწავლებელთა ხანდაზმულობა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა სექტორისთვის გამოწვევაა"|Galt&Taggart

BM.GE17 ივლისი, 2026, 22:22|bm.ge

"განათლების სექტორისთვის მასწავლებელთა ხანდაზმულობა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა გამოწვევაა", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხილვაში წერია.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს 50 წელს გადაცილებული პედაგოგები მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 55%-ს შეადგენდნენ. შედარებისთვის, 50 წელს გადაცილებული პედაგოგების წილი 2015 წელს 44% იყო.

ამასთან, საინვესტიციო ბანკი მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ახალი კადრების შემოდინების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი დაბალი ანაზღაურებაა, რაც ნაწილობრივ მასწავლებელთა ჭარბი მიწოდებით არის განპირობებული.

"საქართველოში ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა რაოდენობა 9.7-ს შეადგენს, რაც OECD-ის 13.9-იან მაჩვენებელზე დაბალია. ჭარბი მიწოდება და ხანდაზმული ასაკობრივი სტრუქტურა ზღუდავს ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს პროფესიის მიმზიდველობასახალგაზრდებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ქალაქებში მოსწავლე-მასწავლებლის თანაფარდობა OECD-ის მაჩვენებელთან ახლოსაა, ხოლო მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობა ძირითადად რეგიონებშია კონცენტრირებული, 2025 წლის მდგომარეობით", - წერს Galt&Taggart-ი.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პრობლემის საპასუხოდ, მთავრობამ მასწავლებელთა ხელფასები გაზარდა, რამაც სექტორის მომგებიანობა შეამცირა. კერძოდ, Galt&Taggart-ის მიხედვით, ხელფასების ზრდამ ზოგადი განათლების სექტორის მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა - შრომითი ხარჯების წილი შემოსავლებში 68.0%-მდე გაიზარდა 2024 წელს 2017-23 წლებში არსებული 61%-დან.

"ისტორიულად, საჯარო და კერძო განათლების სექტორში ხელფასების დინამიკა მსგავსად ვითარდებოდა, საჯარო სექტორში მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა კერძო სექტორზეც აისახებოდა. აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა, როდესაც საჯარო სექტორის მასწავლებლების ხელფასების ზრდა (1 ივლისიდან) კერძო სექტორზეც აისახა", - წერს Galt&Taggart-ი და დასძენს, რომ მაღალი პერსონალის ხარჯები კერძო სკოლების მომგებიანობის მთავარი შეზღუდვაა.

როგორია უმსხვილესი კერძო სკოლების შრომითი ხარჯები და ფინანსური მაჩვენებლები?|Galt&Taggart-ის მიმოხილვა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE