მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების სამინისტრომ 1 წლით გადაავადა იმ მასწავლებლების ანაზღაურების წესის ამოქმედება, რომლებსაც საგანი არ აქვთ ჩაბარებული
განათლების სამინისტრომ 1 წლით გადაავადა იმ მასწავლებლების ანაზღაურების წესის ამოქმედება, რომლებსაც საგანი არ აქვთ ჩაბარებული

განათლების სამინისტრომ 1 წლით გადაავადა იმ მასწავლებლების ანაზღაურების წესის ამოქმედება, რომლებსაც საგანი არ აქვთ ჩაბარებული

BM.GE20 აგვისტო, 2026, 14:33|bm.ge

განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს, რომლებსაც საგნის გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, კიდევ ერთი წელი მისცა. როგორც უწყება იტყობინება, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

ცნობისთვის, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის.

"გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას. პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა - საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პრიორიტეტულად მიიჩნევს სასწავლო პროცესის ხარისხის თანმიმდევრულ ზრდასა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული სტაბილურობის, ღირსეული შრომითი პირობებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას. მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნებს ემსახურება: მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი დრო და მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად, ხოლო სკოლებს - შესაძლებლობა, მომზადებულად შეხვდნენ ახალ მოთხოვნებს ისე, რომ გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას სასწავლო პროცესის უწყვეტობის რისკი", - აცხადებენ განათლების უწყებაში.

ასევე, სამინისტრო მოუწოდებს მასწავლებლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ გარდამავალი პერიოდი, ისარგებლონ შეთავაზებული საგნობრივი მომზადების შესაძლებლობებით და მომავალი სასწავლო წლისთვის, პროფესიული განვითარების გზით, მოემზადონ გადავადებული მოთხოვნების ამოქმედებისთვის.

როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, აქტიურად მუშაობენ მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და მართვის ერთიან, გრძელვადიან, სისტემურ სტრატეგიაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ლიბერთის" ყოფილი გენდირექტორი "რუსთავის ფოლადის" დირექტორი გახდა

"ლიბერთის" ყოფილი გენდირექტორი "რუსთავის ფოლადის" დირექტორი გახდა

BM.GE

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი კომპანია "პიემ მეტალს" მიჰყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი კომპანია "პიემ მეტალს" მიჰყიდა

BM.GE

მთავრობის ინფორმაციით, კობახიძე მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

მთავრობის ინფორმაციით, კობახიძე მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

BM.GE

შსს ნარკოტიკების აღმოჩენაზე გაწვრთნილი 15 ძაღლის შესყიდვაზე 241 000 ევროს დახარჯავს

შსს ნარკოტიკების აღმოჩენაზე გაწვრთნილი 15 ძაღლის შესყიდვაზე 241 000 ევროს დახარჯავს

BM.GE