
მათემატიკის სწავლა, როგორც ახალი თავგადასავალი
თუ გსურთ, საკუთარი თვალით იხილოთ, როგორ შეუძლია მიზანდასახულ შრომას და მონდომებას შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, ზარზმის აკადემიას უნდა ეწვიოთ. ეს არის ადგილი, სადაც სიყვარული, სიკეთე და ცოდნა ერთად ქმნიან ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოს.
აკადემიას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა, როდესაც სოფელ ზარზმის სკოლაში მათემატიკის სწავლება ზარზმის მონასტრის ბერებმა დაიწყეს. შემდეგ კი, შეიქმნა ცალკე ზარზმის აკადემია, რომლის გაძლიერებული პროგრამის შედეგად, 2007-2025 წლებში აკადემიის 56-მა მოსწავლემ სწავლა თბილისის კომაროვის სკოლაში გააგრძელა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ერთი პატარა სოფლიდან დაწყებული დიდი საქმე არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა. რამდენიმე წელიწადში, აკადემიამ აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, "The Economist" სტატიაში, სახელწოდებით "როგორ ამოვიცნოთ გენიოსი" (How to spot a genius), სადაც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერაზეა საუბარი, ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად სწორედ ზარზმის აკადემიაა მოყვანილი.
აკადემიის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებში და ეს მასშტაბი ყოველ წელს იზრდება. ასე გაჩნდა აკადემიის ბაზაზე ახალციხის მათემატიკის მოსამზადებელი ცენტრი "ვექტორი" და შემდგომ თბილისში მათემატიკური განათლების ცენტრი "სკალა"
"სკალა" არის თბილისში მოქმედი სკოლა, რომელიც დედაქალაქში (და არამარტო) მცხოვრებ ბავშვებს მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას სთავაზობს, რომელიც მათ წარმატებისთვის ამზადებს. ეს არის ინოვაციური მეთოდები, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას ასწავლის. “სკალა” მათემატიკურ განათლებაში ახალ სიტყვას ამბობს. ეს არის ადგილი, სადაც მათემატიკის სწავლა ნამდვილ თავგადასავლად იქცევა.
ზარზმის აკადემიის და "სკალას" ოლიმპიადის გამარჯვებული ბავშვებისთვის ასეთი თავგადასავალი, ცოტა ხნის წინ, ჩეხეთში მოგზაურობა იყო.