მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მედიასაშუალებას, შეიძლება, აკრედიტაცია 1 წლით გაუუქმდეს - პარლამენტი წესებს ამკაცრებს
მედიასაშუალებას, შეიძლება, აკრედიტაცია 1 წლით გაუუქმდეს - პარლამენტი წესებს ამკაცრებს

მედიასაშუალებას, შეიძლება, აკრედიტაცია 1 წლით გაუუქმდეს - პარლამენტი წესებს ამკაცრებს

BM.GE8 ივნისი, 2026, 16:51|bm.ge

პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი მკაცრდება. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მედიას, შესაძლოა, აკრედიტაცია ერთი წლითაც შეუჩერდეს. პაპუაშვილის მტკიცებით, ცვლილების შედეგად საქართველოს პარლამენტი აკრედიტაციის წესებით ევროპარლამენტს უფრო "დაუახლოვდება".

„თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას. იყო გარკვეული საკითხები, რომელთა გადმოღებაც საინტერესო იყო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემის ევროპულ სისტემასთან დაახლოება.

ასე რომ, დღეს ჩემს ბრძანებაში, აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები. დღეს საქართველოს პარლამენტში წესების დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით უჩერდებათ, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - ექვსი თვით. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე, ხოლო მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

მეორე: საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში სანქცია, ერთი თვე ან ექვსი თვე, მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება. ამიტომ, ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც, დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ მედიას მთლიანად გაუუქმდეს აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE