
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
თავისუფალი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაცია - RAF-ის განცხადებით, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან.
დვალიშვილი და ლაზიშვილი აბუ-დაბის ციხეში უსმან ნურმაგომედოვთან და მის თანმხლებ პირებთან ჩხუბისთვის იმყოფებოდნენ და სასამართლომ მათ 50 000 დირჰემის ($13 614-ის) გადახდა დააკისრა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში ჩვენთან დაბრუნდა. გვსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ აბუ-დაბის შესაბამისი უწყებების მიმართ მათი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარული ვართ, რომ მერაბი ჩვენთან ერთად იმყოფება“, - ამბობს განცხადებაში RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩედ ბრონშტაინი.
ორგანიზაციის განცხადებით, ქართველი მებრძოლების - მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ფინანსურ ჯარიმებს RAF დაფარავს. რაც შეეხება, უსმან ნურმაგომედოვს და მისი გუნდის 6 წევრს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰემის (დაახლოებით $81 688) ოდენობის ჯარიმა და ვადის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეეფარდათ.
11 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დვალიშვილი მისი მეგობარი საბა ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თუ დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.
BM.GE
წყარო: bm.ge