მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს საგარეო ვალი $8.8 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?
საქართველოს საგარეო ვალი $8.8 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $8.8 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 21:33|bm.ge

სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 8.82 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 100 მილიონი დოლარით ნაკლებია, ერთწლიან ჭრილში კი ვალი 200 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკიდან ირკვევა. ვალის კლება ძირითადად ევროს დოლართან მიმართებით მცირედ გაუფასურებას უკავშირდება, რადგანაც საგარეო ვალის 2/3 ევროში არის ნომინირებული და ევროს კურსის ცვლილება მის მოცულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2.4 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.2 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომლის მიმართაც საქართველოს 846 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

# კრედიტორი ვალის ნაშთი (აშშ დოლარი) 1 აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2,439,654,377 2 მსოფლიო ბანკი (IBRD და IDA) $2,202,862,902 3 ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1,147,131,908 4 საფრანგეთი $803,993,663 5 გერმანია (KfW) $570,200,239 6 ევრობონდი (Eurobond) $501,818,125 7 საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — ეროვნული ბანკი $253,541,962 8 აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $233,484,217 9 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $208,545,680 10 ევროკავშირი (EU) $147,019,744 11 საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — მთავრობა $134,093,914 12 იაპონია $106,942,454 13 სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $34,379,333 14 ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $15,617,781 15 ავსტრია $8,013,007 16 ქუვეითი $5,380,273 17 სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $4,290,811 18 ამერიკის შეერთებული შტატები $3,274,910

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალიდან - 8.82 მილიარდი დოლარიდან ფიქსირებული განაკვეთი აქვს ვალის 43.7%-ს, ხოლო ვალის 56.3% ცვლად განაკვეთიანია და შესაბამისად დამოკიდებულია გლობალურ საფინანსო ბაზარზე კაპიტალის ღირებულებაზე.

საქართველოს სახელმწიფო ვალის 71.4% ნომინირებულია ევროში; 24.7% დოლარში 2.4% კი SDR-ში, დანარჩენი 1.6% სხვა ვალუტებში. შესაბამისად, ვალის მომსახურებაზე და ვალის ნაშთზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ევროს გამყარება/გაუფასურება ახდენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდატვ პირველი
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგასრუსთავი 2
  • „ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყებაფორმულა
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE