მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Mercedes-Benz-ი დრონების საწინააღმდეგო ავტომობილების ერთობლივ წარმოებაში ჩაერთო
Mercedes-Benz-ი დრონების საწინააღმდეგო ავტომობილების ერთობლივ წარმოებაში ჩაერთო

Mercedes-Benz-ი დრონების საწინააღმდეგო ავტომობილების ერთობლივ წარმოებაში ჩაერთო

BM.GE14 ივნისი, 2026, 16:11|bm.ge

გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes-Benz-მა დრონების საწინააღმდეგო ავტომობილების საწარმოებლად გერმანულ სტარტაპ Tytan Technologies-თან პარტნიორობა გააფორმა. მხარეებმა საერთაშორისო საავიაციო გამოფენა ILA 2026-ის ფარგლებში შესაბამის დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერეს.

ახალი შეთანხმება მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო მობილური თავდაცვის სისტემების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში კომპანია G-Class-ისა და Sprinter-ის მოდელების ბაზაზე სპეციალურ პლატფორმებს შექმნის და ამ ტექნოლოგიის გამოყენება კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის იქნება შესაძლებელი.

როგორც ევროპელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, Mercedes-Benz-ის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად ფინანსური პრობლემების გამოსწორებას ემსახურება, ვიდრე თავდაცვის ინდუსტრიაში პოზიციების გამყარებას.

უფრო კონკრეტულად, იმ ფონზე, რომ ევროპული საავტომობილო ინდუსტრია ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირების, ჩინურ კონკურენტებთან ბაზრის დაკარგვისა და მზარდი დავალიანებების გამო მძიმე სტრუქტურულ კრიზისს განიცდის, ეს ნაბიჯი თვითშეიარაღებაზე მომართული ევროპული სახელმწიფოებიდან დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობას გააჩენს.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-ი არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო თვეებში მსგავს პროექტებში სხვა მსხვილი ევროპული ავტომწარმოებლებიც ჩაერთნენ. კომპანია Renault-მ მიმდინარე წლის დასაწყისში ფრანგულ თავდაცვის ჯგუფ Turgis Gaillard-თან საჰაერო დრონების წარმოებაზე პარტნიორობა გააფორმა. ამასთან, ის სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის სახმელეთო უპილოტო აპარატებსაც ააგებს. პარალელურად, Volkswagen-მა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ნაწილების წარმოების ინტერესი გამოხატა და ისრაელურ ფირმა Rafael-ს შესაბამისი განცხადებაც გაუგზავნა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტომწარმოებლებს სამხედრო სექტორში მუშაობის ისტორიული გამოცდილება უკვე აქვთ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კომპანიებმა სამოქალაქო მიზნით მუშაობა შეაჩერეს და საკუთარი ქარხნები სამხედრო ტექნიკის, თვითმფრინავის ძრავებისა და იარაღის გამოშვებაზე გადააწყეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციაიმედი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE