მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერია თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 121,000 კვადრატულ მეტრს ₾22.1 მილიონად ყიდის
მერია თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 121,000 კვადრატულ მეტრს ₾22.1 მილიონად ყიდის

მერია თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 121,000 კვადრატულ მეტრს ₾22.1 მილიონად ყიდის

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 22:37|bm.ge

თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა N12-ში, 121 138 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტმა საპრივატიზებო აუქციონზე გაიტანა. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური 22.17 მლნ ლარია, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 183 ლარს შეადგენს.

აუქციონზე ბიჯი 332 524 ლარია, ხოლო გარანტიის ოდენობა 4.43 მლნ ლარითაა განსაზღვრული. გამარჯვებულმა სრული საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

121 138 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ ზონა სზ-6-ში მდებარეობს. აუქციონის აღწერილობის მიხედვით, ტერიტორია თვითნებურადაა დაკავებული. ნაკვეთზე 21 შენობა-ნაგებობაა, რომელთა ნაწილი საცხოვრებელია, ნაწილი კი არასაცხოვრებელი. რამდენიმე შენობა დანგრეული ან ნანგრევია. მათ შორის ყველაზე დიდი N16 შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი 838 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

საპრივატიზებო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიას კვეთს კომუნიკაციები. ასევე, ნაკვეთზე ვრცელდება აეროდრომის დაცვის არეალი, რის გამოც მშენებლობის შემთხვევაში შესაბამისი სიმაღლის შეზღუდვები მოქმედებს. ტერიტორიის ნაწილზე ასევე ვრცელდება შსს ობიექტების 100-300-მეტრიანი შეზღუდვის ბუფერი და მდინარის წყალდაცვითი ზონა.

ქონების აუქციონზე გამოქვეყნების თარიღი 18 სექტემბერია. განაცხადების მიღება 2 ოქტომბერს, 16:58 საათზე სრულდება, ხოლო აუქციონი იმავე დღეს, 17:00 საათზე დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • თამარ მეფის ხიდი - როგორ აშენდა თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული საინჟინრო ნაგებობა და რა საიდუმლოებებს ინახავს მისი ისტორიარუსთავი 2
  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
  • თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებანეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →მერია →რუსთავის →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE