
თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება - Netgazeti
საქართველოში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, რომელსაც სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დამოუკიდებელი ბელარუსული გამოცემა Pozirk.
6 ნოემბერს, საბუთების შემოწმების შემდეგ, საქართველოში ბელარუსის მოქალაქე დააკავეს. მას ახლა სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება, — განუცხადა Pozirk-ს უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა.
უსაფრთხოების მიზნით დაკავებულის ვინაობა არ საჯაროვდება.
„გუშინ, პარასკევს, დააკავეს ბელარუსის მოქალაქე, რომელმაც [საქართველოში] თავშესაფარი მოითხოვა და უარი მიიღო. მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, მაგრამ როგორც ვხვდები, ის უარყოფითი იყო. მის დროებით პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა, ასევე ამოეწურა ბელარუსული პასპორტის ვადაც. გუშინ, მეტროში საბუთების შემოწმებისას, ის გააჩერეს და მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. მალე მას დეპორტაციის მიზნით პატიმრობაში მოათავსებენ“, — აღნიშნა წყარომ.
კისლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ბელარუსში პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას განიცდის.
„მან თავშესაფარი სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვა. ყველას უარს ეუბნებიან და მასაც ეთქვა უარი ლტოლვილის სტატუსზე, მიგრაციის დეპარტამენტის, საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ“, – ასე აღწერა სიტუაცია უფლებადამცველმა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge