მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მერვედ გავკოტრდით" - "მზეთამზე" საქმიანობას მცირე მასშტაბით აგრძელებს
"მერვედ გავკოტრდით" - "მზეთამზე" საქმიანობას მცირე მასშტაბით აგრძელებს

"მერვედ გავკოტრდით" - "მზეთამზე" საქმიანობას მცირე მასშტაბით აგრძელებს

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 13:30|bm.ge

პურის მწარმოებელი ბრენდი „მზეთამზე“, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, საქმიანობას მცირე მასშტაბით აგრძელებს. როგორც ბრენდის წარმომადგენელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, უკვე წელიწადზე მეტია, კომპანია საპატრიარქოს დაკვეთით ყოველდღიურად 500 პურს აწარმოებს, რომელსაც ეკლესიების მეშვეობით უპოვარ ოჯახებს უფასოდ ურიგებენ.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, საპატრიარქოს დაკვეთამ კომპანიას წარმოების გაგრძელებისა და განვითარების ახალი გზის ძიების შესაძლებლობა მისცა. მისივე განმარტებით, მცირე მასშტაბის წარმოება ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ის საქმიანობასთან კავშირს ინარჩუნებს და სამომავლო განვითარებისთვის ძალების მოკრებას ცდილობს.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ეტაპზე უკვე მერვედ გავკოტრდით, საპატრიარქო გამოჩნდა და ასეთი პურის წარმოება დაგვიკვეთა. ახლა დღეში 500 პურს ვაწარმოებთ, რომელსაც უპოვარ ოჯახებს ეკლესიების მეშვეობით უფასოდ ურიგებენ. ეს მცირე რაოდენობაა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ცომიდან ხელი არ აგვიღია და წარმოებას ვაგრძელებთ. საპატრიარქომ საშუალება მოგვცა, ამ რთული პერიოდის მიუხედავად, საქმეში დავრჩენილიყავით, ძალები მოგვეკრიბა და განვითარების ახალი გზა მოგვეძებნა“, - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, „მზეთამზეს“ სამომავლო განვითარებისთვის მხოლოდ წარმოების აღდგენა საკმარისი არ იქნება. ბრენდის ხედვით, მცირე მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდებათ არა მხოლოდ პროდუქციის შექმნაში, არამედ მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვებისა და კრიზისების მართვის მიმართულებითაც. ირაკლი ჩავლეიშვილის შეფასებით, ამ ფუნქციების ცენტრალიზებულად ორგანიზება მცირე საწარმოებს საშუალებას მისცემს, ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირდნენ და ბაზარზე ოპერირება უფრო ეფექტიანად შეძლონ.

„პატარა მეწარმეს ვერ მოვთხოვთ, რომ ერთდროულად წარმატებული იყოს წარმოებაში, მარკეტინგში, ბრენდინგში, გაყიდვებსა და კრიზისების მართვაში. წარმოების გარდა, ეს ფუნქციები მათ უნდა ჩამოვაშოროთ და ცენტრალიზებულად მოვაწყოთ. სწორედ ასეთი სისტემის შექმნაა საჭირო, რომ მცირე საწარმოებმა შეძლონ განვითარება და საკუთარი პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბაზარზე დაბრუნებას, „მზეთამზეს“ ფართომასშტაბიანი წარმოების აღდგენის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ჩავლეიშვილი განმარტავს, ბრენდის ბაზარზე დაბრუნება ინვესტორის მოძიებასა და ახალი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?

რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?

BM.GE

KAYA აზერბაიჯანში ქართული წარმოების სავენტილაციო სისტემებს წარადგენს

KAYA აზერბაიჯანში ქართული წარმოების სავენტილაციო სისტემებს წარადგენს

BM.GE

Wissol E "ვისოლის" ლოიალობის სისტემაში გაერთიანდება | ნიკა ხოდელი კომპანიის გეგმებზე

Wissol E "ვისოლის" ლოიალობის სისტემაში გაერთიანდება | ნიკა ხოდელი კომპანიის გეგმებზე

BM.GE

Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა

Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE