მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესამე კვარტალში 2 652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA
მესამე კვარტალში 2 652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA

მესამე კვარტალში 2 652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 16:20|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

სააგენტოს თანახმად, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან მიმართებით შესაძლო წინასწარი შეტყობინების ვალდებულება გამოავლინა.

"აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 2652 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათ შორის 2641 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 11 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლების ნაწილშიც.

აღნიშნული 11 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, 4 შემთხვევის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო",- აღნიშნავენ სააგენტოში.

ამასთან, GCCA-მ 2026 წელს 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?

რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?

BM.GE

„მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“ - თურნავამ IMF-ის „მმართველთა საუბრებში“ მიიღო მონაწილეობა

„მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“ - თურნავამ IMF-ის „მმართველთა საუბრებში“ მიიღო მონაწილეობა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ევროკავშირი საქართველოს 38 მილიონს გამოუყოფს - რა პროექტებზე დაიხარჯება?

ევროკავშირი საქართველოს 38 მილიონს გამოუყოფს - რა პროექტებზე დაიხარჯება?

BM.GE