მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესამე კვარტალში BlackRock-ის მოგება $1.66 მილიარდამდე გაიზარდა
მესამე კვარტალში BlackRock-ის მოგება $1.66 მილიარდამდე გაიზარდა

მესამე კვარტალში BlackRock-ის მოგება $1.66 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 02:48|bm.ge

მსოფლიოს უმსხვილესმა აქტივების მმართველმა კომპანია BlackRock-მა მესამე კვარტალში ფონდების მართვიდან მიღებული საკომისიოების ზრდის ხარჯზე მოგება მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ირკვევა, სექტემბრის ბოლოს დასრულებულ საანგარიშო პერიოდში თითო აქციაზე მიღებულმა მოგებამ $10.57 შეადგინა, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი $8.43 იყო.

ამასთან, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $1.32 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $1.66 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ BlackRock-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა წლიურ ჭრილში $13.46 ტრილიონიდან $15.49 ტრილიონამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ზრდა საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების ღირებულების მატებამ და კომპანიის წამყვან iShares-ის ფონდებში $134.5 მილიარდის მოცულობის ახალი კაპიტალის შემოდინებამ განაპირობა.

რაც შეეხება ცალკეულ მიმართულებებს, სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე არსებული მკვეთრი გაყიდვების მიუხედავად, BlackRock-ის სავალო პროდუქტებში წმინდა ფულადმა ნაკადებმა $78.2 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კი ინვესტორთა მხრიდან მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს.

არსებული შედეგების გასაჯაროების პარალელურად, კომპანიამ სამომავლო გეგმებიც წარადგინა. კერძოდ, BlackRock-ი ათწლეულის ბოლომდე შემოსავლის $35 მილიარდამდე გაზრდას ისახავს მიზნად. აქტივების მმართველი გიგანტი ამ თანხის 30%-ზე მეტის მიღებას კერძო ბაზრებისა და ტექნოლოგიური სექტორის დახმარებით გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვის შემდეგ ილონ მასკს მიმართა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვის შემდეგ ილონ მასკს მიმართა

BM.GE

ტრამპმა ჰუსიტები არჩევნების წინ ნავთობის ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა

ტრამპმა ჰუსიტები არჩევნების წინ ნავთობის ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა

BM.GE

ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის პირობები იცვლება

ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის პირობები იცვლება

BM.GE

Morgan Stanley-ის $20.34-მილიარდიანმა კვარტალურმა შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა

Morgan Stanley-ის $20.34-მილიარდიანმა კვარტალურმა შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE