მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში დენის მოხმარება ბოლო 5 წელიწადში 45%-ით გაიზარდა - სტატისტიკა წლების მიხედვით
მესტიაში დენის მოხმარება ბოლო 5 წელიწადში 45%-ით გაიზარდა - სტატისტიკა წლების მიხედვით

მესტიაში დენის მოხმარება ბოლო 5 წელიწადში 45%-ით გაიზარდა - სტატისტიკა წლების მიხედვით

BM.GE1 ივნისი, 2026, 19:45|bm.ge

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ მკვეთრად მზარდ ტენდენციას აჩვენებს. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ BM.ge-სთვის თებერვალში მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში დენის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მოხმარება 6%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა თითქმის 45%-ს შეადგენს.

საქმე ის არის, რომ მესტიაში უკონტროლო კრიპტომაინინგის (ციფრული ვალუტის მოპოვების) გამო ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება უკვე წლებია უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„ენერგო-პროს“ მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

• 2020 წელი – 91.1 მლნ კვტ.სთ; • 2021 წელი – 101.5 მლნ კვტ.სთ; • 2022 წელი – 121.7 მლნ კვტ.სთ; • 2023 წელი – 120.2 მლნ კვტ.სთ; • 2024 წელი – 124.6 მლნ კვტ.სთ; • 2025 წელი – 132.9 მლნ კვტ.სთ.

ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონში ენერგიის ხარჯვა წლიდან წლამდე იმატებს.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა. კვლევამ აჩვენა, რომ უკანონო მაინერების ქსელზე თვითნებური მიერთებისა და მათ მიერ გამოწვეული ზედმეტი დატვირთვის გამო, სისტემის მდგომარეობა კრიტიკულია.

სწორედ ამ ციფრებისა და კოლოსალური დანახარჯების ფონზე, ცენტრალურმა მთავრობამ მესტიის მუნიციპალიტეტში „უკანონო კრიპტომაინინგის“ წინააღმდეგ ბრძოლა დააანონსა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სვანეთის ენერგოკრიზისი მხოლოდ ლოკალური პრობლემა აღარ არის და ის სოციალურ ტვირთად აწვება სრულიად საქართველოს. მამუკა მდინარაძის განმარტებით, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის გამო, ქვეყანაში ყოველი აბონენტი, დენის ქვითრის გადახდისას, ყოველთვიურად დამატებით 1.5 ლარს სწორედ სვანეთის გადასახარჯი ელექტროენერგიის დასაფარად იხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE