მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში, საბალანსო მრიცხველების მონტაჟი გვიან შემოდგომამდე დასრულდება - დავით ნარმანია
მესტიაში, საბალანსო მრიცხველების მონტაჟი გვიან შემოდგომამდე დასრულდება - დავით ნარმანია

მესტიაში, საბალანსო მრიცხველების მონტაჟი გვიან შემოდგომამდე დასრულდება - დავით ნარმანია

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 18:16|bm.ge

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ მესტიაში საბალანსო მრიცხველების მონტაჟი გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და გვიან შემოდგომამდე დასრულდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს BMG-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"მესტიის მუნიციპალიტეტში პრინციპში, მიმდინარეობს საბალანსო მრიცხველების მონტაჟი იმ გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც შემუშავდა და დარწმუნებული ვარ, რომ გვიან შემოდგომამდე, როგორც არის ეს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული, საბალანსო მრიცხველების მონტაჟი დასრულდება. აღნიშნული მოგვცემს ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულებით მოხმარებების შესახებ და ძალიან ბევრი საინტერესო ანალიტიკის გაკეთების საშუალებას მოგვცემს.

[ინდივიდუალური გამრიცხველიანება] ეს არის შემდეგი ეტაპის ამოცანები, ამაზე ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის",- თქვა დავით ნარმანიამ.

მესტიის გამრიცხველიანების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პირველ ივნისს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის შესახებ განაცხადა. იმ დროისთვის, ხელისუფლება მოსახლეობის გამრიცხველიანებას გეგმავდა ისე, რომ ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო რაოდენობის ფარგლებში ისევ უფასო ყოფილიყო, ხოლო გარკვეული რაოდენობის ზემოთ დაწესდებოდა ლიმიტი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც ადგილობრივებს ტარიფის გადახდა მოუწევდათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი თბილისი მიმართულებით მატარებლის რეისების რაოდენობას აორმაგებს - იცვლება ტარიფებიც

აზერბაიჯანი თბილისი მიმართულებით მატარებლის რეისების რაოდენობას აორმაგებს - იცვლება ტარიფებიც

BM.GE

„ეს არის დამატებითი ფუფუნება“ - იმოქმედებს თუ არა ღამის სრიალი გუდაურში ტურისტულ აქტივობაზე

„ეს არის დამატებითი ფუფუნება“ - იმოქმედებს თუ არა ღამის სრიალი გუდაურში ტურისტულ აქტივობაზე

BM.GE

კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის ქონა - ნუცა აბრამიშვილი

კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის ქონა - ნუცა აბრამიშვილი

BM.GE

როგორ შეიქმნა და გამდიდრდა Alipay - ჩინური ფინტექ-გიგანტის წარმატების ისტორია

როგორ შეიქმნა და გამდიდრდა Alipay - ჩინური ფინტექ-გიგანტის წარმატების ისტორია

BM.GE