მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე
მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე

მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე

BM.GE1 ივნისი, 2026, 16:14|bm.ge

მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, ქვეყანაში თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით 1.5 ლარს იხდის. სწორედ ეს მაჩვენებელი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სვანეთში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, გამრიცხველიანების მიზანი უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა მესტიის მუნიციპალიტეტში, რადგან ადგილზე არსებული მდგომარეობა ფინანსურ ტვირთად აწვება სრულიად ქვეყნის მოსახლეობას. მისი თქმით, ელექტროენერგია სვანეთში გარკვეულ ლიმიტამდე კვლავ უფასო დარჩება.

მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება

“თითოეული აბონენტი ქვეყანაში ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით იხდის 1,5 ლარს. პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ვერ ხერხდებოდა.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა.

ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი.

რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ეს მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბით, თითოეულ სოფელზე თუ დასახლებაზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.

სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ყველას მოვუწოდებ პატივი სცენ პროცესს ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება”, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის მხოლოდ 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის საფასურის გადახდისგან სრულად იყო განთავისუფლებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებით გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონამდე გაიზრდება - ეკონომიკის სამინისტრო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებით გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონამდე გაიზრდება - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE

Superdry&Co-ში კრიპტოთი შოპინგისას მომხმარებლები 50%-იან ქეშბექს მიიღებენ

Superdry&Co-ში კრიპტოთი შოპინგისას მომხმარებლები 50%-იან ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

რა ვითარებაა ბუნებრივი აირის ბაზარზე? - IGU-ს ანგარიში

რა ვითარებაა ბუნებრივი აირის ბაზარზე? - IGU-ს ანგარიში

BM.GE