მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე
რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

BM.GE31 ივლისი, 2026, 21:30|bm.ge

სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე ამბობს, რომ რეზერვების შევსება კურსის გამყარებას უწყობს ხელს და არა პირიქით. მან ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

თამთა სოფრომაძემ რეზერვების გაცვლით კურსზე გავლენის შესახებ აღნიშნა, რომ რეზერვი მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტია.

"ისმის შეფასებები, რომ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა ხელს უშლის გაცვლითი კურსის გამყარებას და აქ ძალიან მკვეთრად მინდა ერთ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება, რომ რეზერვების შევსება არა თუ ხელს უშლის კურსის გამყარებას, პირიქით, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ლარის კურსის გამყარებას და განვმარტავ რატომ. კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საკრედიტო სარეიტინგო კომპანიები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ რეზერვების ადეკვატურ ფლობას და რეზერვების მაღალ დონეზე შენარჩუნებას. ბოლო პერიოდში Fitch-მა და ასევე ივლისის თვეში Moody's-მა ქვეყნის პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა და ძირითადი ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, განსაკუთრებით Fitch-ის შემთხვევაში, ცალსახად რეზერვების ზრდა იყო. ანუ მაღალი რეზერვი ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორი, ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი და სადაზღვევო ბუფერი და ინვესტორების ნდობისთვისაც პოზიტიურად აისახება, ჩვენ ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში საკმაოდ ძლიერია ინვესტორების დაინტერესება, ისინი შემოდიან ქართულ ბაზარზე. აი, მაგალითად თუ შევხედავთ მთავრობის სახაზინო ობლიგაციებსაც, საკმაოდ გაიზარდა უცხოელების წილი, თითქმის 8%-მდე ავიდა, მაშინ როდესაც ძალიან დაბალი იყო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა მნიშვნელოვანი არის ფუნდამენტურად თუნდაც კურსის სტაბილურობისთვის. კიდევ ერთსაც დავაზუსტებ, რომ ეროვნულ ბანკს ისეთი ინტერვენციების პოლიტიკა აქვს, რომ კურსი ჯერ უნდა გამყარდეს და მხოლოდ ამის შემდგომ გვაქვს ჩვენ ჩარევის შესაძლებლობა", - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება, ფასების სტაბილურობის სამართავად მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი საკმარისი აღარაა. როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, მოცემულ ვითარებაში სებ-მა უნდა გადახედოს სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და ლარის კურსს მეტად გამყარების საშუალება მისცეს, რაც თავის მხრივ, ინფლაციის დასასტაბილურებლად მნიშვნელოვანია.

საქართველოს სავალუტო რეზერვები $116 მილიონით, $7.12 მილიარდამდე გაიზარდა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარიფორმულა
  • პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავაიმედი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
ლარი →

მსგავსი სტატიები

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

BM.GE

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

BM.GE

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

BM.GE

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

BM.GE