მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის 15-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის 15-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის 15-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 19:08|bm.ge

დღეს, 30 სექტემბერს, უშედეგოდ პრეტენდენტის გარეშე დასრულდა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებდა.

ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 15.047 მილიონი ლარი იყო, იმ მიზეზით ჩავარდა, რომ წინადადებების მიღების ვადაში 25-30 სექტემბერი მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

პროექტის მიხედვით, მესტიის აეროპორტში 950 კვ.მ საერთო ფართობის ახალი, თანამედროვე საფასადე და შემინული სისტემებით აღჭურვილი ტერმინალი უნდა აშენებულიყო. შენობას ფუნქციურად უნდა მოეცვა მოსაცდელი და სარეგისტრაციო სივრცეები, ჩასხდომისა და მოფრენის დარბაზები, ბარგის მიღება-გაცემის ზონები, უსაფრთხოების კონტროლის ზონა და საოფისე ფართები. ასევე დაგეგმილი იყო 11 600 კვ.მ ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობა, პარკინგის ჩათვლით. პროექტის არქიტექტურული კონცეფცია კომპანია „გრინ სტუდიოს“ ეკუთვნის.

ტენდერის პირობების თანახმად, მონაწილე კომპანიას 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე ჯამში არანაკლებ 26 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული. ამასთან, მოეთხოვებოდა მსგავსი სირთულის (ადმინისტრაციული, კომერციული ან სატრანსპორტო დანიშნულების) მინიმუმ ერთი 10-მილიონიანი ან ორი, ჯამურად 16 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობის გამოცდილება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ განმეორებით ტენდერს შეცვლილი ან იგივე პირობებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE