მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო
Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

BM.GE21 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ 8 000-მდე თანამშრომლის დათხოვნის შესახებ შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო, რაც ეფექტიანობის გაზრდისა და ხარჯების შემცირებისკენ მიმართული რესტრუქტურიზაციის ნაწილია.

კომპანიამ პროცესი ოთხშაბათს დილით, სინგაპურში დასაქმებული კადრებით გახსნა, სადაც მუშაკებმა შეტყობინებები ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე მიიღეს. შიდა მემორანდუმის თანახმად, ევროპასა და აშშ-ში მომუშავე პერსონალი ინფორმაციას საკუთარი სასაათო სარტყლების მიხედვით მიიღებს, პროცესის მიმდინარეობისას კი ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა.

როგორც ირკვევა, შემცირებების ეს ტალღა განსაკუთრებით საინჟინრო და პროდუქტების განვითარების გუნდებს შეეხება, წლის ბოლომდე კი შესაძლოა კადრების დამატებითი ოპტიმიზაციაც განხორციელდეს. პარალელურად, Meta-მ 7 000-მდე თანამშრომელი ახლად შექმნილ გუნდებში გადაანაწილა, რომელთა საქმიანობაც ხელოვნური ინტელექტის ინიციატივებზე, მათ შორის ახალი პროდუქტებისა და აგენტების შექმნაზეა ფოკუსირებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით, ხელოვნური ინტელექტი კომპანიის მთავარ პრიორიტეტად იქცა, რათა Meta Google-სა და OpenAI-ს კონკურენციაში არ ჩამორჩეს. აღნიშნულმა სტრატეგიამ თანამშრომლებში უკმაყოფილება და შფოთვა გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE