მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Meta-ს ევროკავშირისთვის წლიური გლობალური ბრუნვის 6%-ის გადახდა შეიძლება მოუწიოს - რაში ედება ბრალი კომპანიას?
Meta-ს ევროკავშირისთვის წლიური გლობალური ბრუნვის 6%-ის გადახდა შეიძლება მოუწიოს - რაში ედება ბრალი კომპანიას?

Meta-ს ევროკავშირისთვის წლიური გლობალური ბრუნვის 6%-ის გადახდა შეიძლება მოუწიოს - რაში ედება ბრალი კომპანიას?

BM.GE30 აპრილი, 2026, 04:40|bm.ge

ევროკომისიამ დაადგინა, რომ Facebook-ის, Instagram-ის მფლობელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta ციფრული მომსახურების შესახებ ევროპულ კანონს არღვევს.

უწყების წინასწარი გამოძიების თანახმად, ტექნოლოგიური გიგანტი სოციალურ ქსელებზე 13 წლამდე ასაკის მომხმარებელთა წვდომის ეფექტურ შეზღუდვას ვერ უზრუნველყოფს.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვნებს რეგისტრაციისას ყალბი მონაცემების მითითება ყოველგვარი გადამოწმების გარეშე შეუძლიათ. კომისიის შეფასებით, პლატფორმებმა რისკების შეფასების მეთოდოლოგია სრულად უნდა შეცვალონ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანთა ანგარიშების შესახებ Meta-სთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესი მეტისმეტადაა გართულებული. მომხმარებელს საჩივრის ფორმის შესავსებად შვიდი სხვადასხვა მოქმედების შესრულება უწევს. ამასთან, Meta-ს მხრიდან უკვე იდენტიფიცირებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება იშვიათად ხდება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საბოლოო ინსპექტირება დასრულდება, ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, კომპანიას წლიური გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Meta-ს წარმომადგენლები წინასწარი გამოძიების შედეგებს არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, ასაკის დადგენა არამარტო მათთვის, არამედ მთლიანად სოციალური მედიების ინდუსტრიისთვის რთული პროცესია. კომპანია პირობას დებს, რომ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ტექნოლოგიურ ინვესტიციებს გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE