მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Meta-ს Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია
Meta-ს Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია

Meta-ს Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია

BM.GE21 ივნისი, 2026, 18:12|bm.ge

სოციალური ქსელი Threads-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ Meta-მ თავად განაცხადა - პლატფორმამ ამ ნიშნულს თავისი დაარსებიდან თითქმის სამი წლის თავზე მიაღწია.

Threads-მა 2023 წელს მუშაობა ძლიერი სტარტით დაიწყო და 100 მილიონ მომხმარებელს ChatGPT-ზე სწრაფადაც კი მიაღწია. აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ Threads-ს შეუძლია 1 მილიარდ მომხმარებელსაც მიაღწიოს.

Meta აცხადებს, რომ Threads-ზე ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავაც "ძლიერად იზრდება", და ეს ზრდა "თემების" (communities) ფუნქციითაა განპირობებული, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო საკითხებზე პოსტებს ერთ სივრცეში გაეცნონ და თავადაც ამავე სივრცეში გამოაქვეყნონ.

კომპანიას ეს ფუნქცია ბეტა-ვერსიიდან გამოაქვს და ისეთ ახალ შესაძლებლობებს ამატებს, როგორებიცაა თემთა ჰაბი Threads-ის მენიუში და თემებისთვის საკუთარი "განსხვავებული ვიზუალური იდენტობების" მინიჭება.

დეკემბერში Threads-მა განაცხადა, რომ პლატფორმაზე 200-ზე მეტი ასეთი თემია. თუმცა, Threads-ის ხელმძღვანელმა კონორ ჰეისმა The Verge-ს განუცხადა, რომ მომხმარებლებისთვის თემების შექმნის უფლება შესაძლოა ხელმისაწვდომი "მომავალ წელს" გახდეს.

Threads-ი ოფიციალურად 2023 წლის 5 ივლისს დაარსდა. ტექსტზე დაფუძნებულმა მიკრობლოგების პლატფორმამ, რომელიც Instagram-ის გუნდმა შექმნა, ისტორიაში აპლიკაციის ყველაზე სწრაფი გაშვების რეკორდი დაამყარა - პირველ ხუთ დღეში მან 100 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა.

პლატფორმა, რომელიც უშუალოდ X-ის კონკურენტად შეიქმნა, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სისტემაში თავიანთი არსებული Instagram-ის მონაცემებით შევიდნენ, რა დროსაც ავტომატურად ხდება მომხმარებლის სახელების, ბიოგრაფიებისა და გამომწერთა სიების მიგრაცია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზში ჩხრეკისას პიკასოს €12 მილიონად შეფასებული ტილო აღმოაჩინეს

პარიზში ჩხრეკისას პიკასოს €12 მილიონად შეფასებული ტილო აღმოაჩინეს

BM.GE

რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის შემნახველი სისტემები და ქსელის რეფორმა - არჩილ მამათელაშვილის შეფასება

რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის შემნახველი სისტემები და ქსელის რეფორმა - არჩილ მამათელაშვილის შეფასება

BM.GE

დიდუბის მეტროში ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

დიდუბის მეტროში ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

BM.GE

ნედლი რძის მაღალი ფასის მიუხედავად, ინვესტორები რძის წარმოების სექტორში არ შედიან - მიზეზები

ნედლი რძის მაღალი ფასის მიუხედავად, ინვესტორები რძის წარმოების სექტორში არ შედიან - მიზეზები

BM.GE