მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის შემნახველი სისტემები და ქსელის რეფორმა - არჩილ მამათელაშვილის შეფასება
რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის შემნახველი სისტემები და ქსელის რეფორმა - არჩილ მამათელაშვილის შეფასება

რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის შემნახველი სისტემები და ქსელის რეფორმა - არჩილ მამათელაშვილის შეფასება

BM.GE21 ივნისი, 2026, 18:34|bm.ge

ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე გლობალური ტექნოლოგიური რევოლუცია საქართველოსგან მიდგომების ძირეულ ცვლილებას მოითხოვს, რადგან მხოლოდ გენერაციის ობიექტების მშენებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ენერგიის შემნახველი სისტემების განვითარების გარეშე, დარგის ეფექტიანობას აფერხებს - ამის შესახებ Soleolica Electric-ის გენერალურმა დირექტორმა და ენერგეტიკოსმა, არჩილ მამათელაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების დროს აუცილებელია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება, რათა ქართული ენერგოსისტემა უფრო მოქნილი და კონკურენტუნარიანი გახდეს.

არჩილ მამათელაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს რეინვესტირება და ახალი კაპიტალის შემოდინება.

"ინვესტიციებს ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: ერთი არის ქვეყანაში უკვე მოქმედი უცხოური კომპანიების რეინვესტირებული მოგება და მეორე - სრულიად ახალი კაპიტალი. მაგალითად, ჩეხეთიდან განხორციელებული ინვესტიციები, დიდი ალბათობით, "ენერგო-პროს" რეინვესტირებული მოგებაა. დარგის განვითარებისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორედ ახალი ინვესტიციების მოზიდვა, რადგან მათ თან შემოჰყვებათ თანამედროვე ტექნოლოგიები და კვალიფიციური ადამიანური რესურსი, რაც საქართველოს დღეს ნამდვილად სჭირდება", - აცხადებს მამათელაშვილი.

ენერგეტიკოსის თქმით, განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი) ინტეგრაციას თან ახლავს გამოწვევები, რომლებიც ქსელის მოდერნიზაციასა და სააკუმულაციო სისტემების დანერგვას მოითხოვს.

"განახლებადი ენერგიის ფასი საკმაოდ დაბალია, თუმცა ეს არის დროში არასტაბილური გენერაცია - მზე მხოლოდ დღისით ანათებს, ქარიც მუდმივად არ ქრის. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ქსელის შესაბამისობაში მოყვანა. ხშირად ელექტროსადგური ვერ შენდება იქ, სადაც ამის საუკეთესო პოტენციალია, რადგან ქსელი არ არის მომზადებული, ხოლო მიერთების პროცესი გვიანდება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი შემნახველი (სააკუმულაციო) სისტემებია. მათი არარსებობის გამო, დღეს ხშირად ვკარგავთ იაფ ენერგიას - ხდება წყლის გადაღვრა ან მზის სადგურების მუშაობის შეზღუდვა, მაშინ როდესაც პარალელურად ქვეყანაში ძვირად ღირებული იმპორტირებული ელექტროენერგია შემოგვაქვს", - აღნიშნავს არჩილ მამათელაშვილი.

სტუმარმა ყურადღება იმპორტირებული რესურსების გავლენაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ადგილობრივი გენერაციის არასაკმარისი ეფექტიანობა ძვირად ღირებულ გაზზე დამოკიდებულებას ზრდის.

"ჩვენი ელექტროენერგიის დაახლოებით 20%-მდე თბოსადგურებზე მოდის, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობენ. თუ ადრე ძირითადად აზერბაიჯანულ გაზს ვიყენებდით, ახლა გაიზარდა რუსული გაზის წილი, რომელიც თითქმის ორჯერ ძვირია და შესაბამისად, ზრდის ელექტროენერგიის ღირებულებას. მაშინ როდესაც მსოფლიოსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში გენერაციის ტექნოლოგიების გაიაფების გამო ელექტროენერგიის ფასი მცირდება, ჩვენთან, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ფასების ზრდის ტენდენციაა", - განმარტავს ენერგეტიკოსი.

არჩილ მამათელაშვილის განცხადებით, ენერგეტიკული პროექტები გრძელვადიან საინვესტიციო პერიოდს საჭიროებს, ამიტომ რეფორმების დროულად დაწყება პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაზე.

"დროული ცვლილებები გაამარტივებს ინვესტირებას, რაც საბოლოოდ გააიაფებს ელექტროენერგიას როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. ეს კი კონკურენტუნარიანს გახდის ადგილობრივ წარმოებას.

მაგალითად, მეზობელ სომხეთში აქტიურად აშენებენ მონაცემთა ცენტრებს (Data Centers). ჩვენ შეგვიძლია მათ ბევრად უკეთესი პირობები შევთავაზოთ, რადგან გვაქვს ჭარბი ელექტროენერგიის პოტენციალი, თუმცა ამისათვის შემნახველი სისტემები გვჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა რთული და დროში გაწერილი პროცესია და უახლოეს 5-10 წელიწადში სწრაფ შედეგს ვერ მოგვცემს, თანამედროვე სააკუმულაციო ბატარეები, რომლებიც გლობალურად მნიშვნელოვნად გაიაფდა, საუკეთესო ალტერნატიული გამოსავალია", - აღნიშნა არჩილ მამათელაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Visa-სთან პარტნიორობით, ChatGPT-ის მომხმარებლის ნაცვლად შოპინგი შეეძლება

Visa-სთან პარტნიორობით, ChatGPT-ის მომხმარებლის ნაცვლად შოპინგი შეეძლება

BM.GE

პარიზში ჩხრეკისას პიკასოს €12 მილიონად შეფასებული ტილო აღმოაჩინეს

პარიზში ჩხრეკისას პიკასოს €12 მილიონად შეფასებული ტილო აღმოაჩინეს

BM.GE

დიდუბის მეტროში ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

დიდუბის მეტროში ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

BM.GE

Meta-ს Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია

Meta-ს Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია

BM.GE