მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მევენახეებმა კახეთში გზა, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს
მევენახეებმა კახეთში გზა, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს

მევენახეებმა კახეთში გზა, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 17:06|bm.ge

კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება, მევენახეებმა რამდენიმე ადგილას გზა გადაკეტეს - "კახეთის ხმისა" და "ტვ პირველის" ინფორმაციით, ფერმერებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა და ასევე სოფელ ველისციხეში არსებული გზა გადაკეტეს.

მევენახეები აცხადებენ, რომ დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე ყურძნის ჩაბარების ფასზე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად არ ჩაიბარებენ.

მევენახეების ნაწილი უკვე ერთი ღამე ყურძნით დატვირთულ ავტომობილებში გაათენა. მათი მთავარი მოთხოვნაა, ღვინის ქარხნებმა მოსავალი ადეკვატურ ფასად ჩაიბარონ.

პროტესტის ადგილზე პოლიციის მობილიზებაა. ადგილზე ვითარებას სამართალდამცველები აკვირდებიან. მევენახეების უკმაყოფილება ყურძნის ჩაბარების ფასსა და შაქრიანობის მიხედვით დიფერენცირებულ ტარიფებს უკავშირდება.

მევენახეების პროტესტი 21 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაიწყო. ისინი ყურძნის ჩაბარების პირობებს და შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებს აპროტესტებენ. საქმე ის არის, რომ სახელმწიფოს განცხადებული პოლიტიკით, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი ქარხნები დაბალ ფასად ჩაიბარებენ, ახალსოფელში გამოსული მევენახეები კი აცხადებენ, რომ ქარხნები მათ 1 კგ ყურძენში 30 თეთრს უხდიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ | რა გახდა მიზეზი?

ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ | რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Trump Tower Tbilisi გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უძრავი ქონების პროექტი - სოსო ფხაკაძე

Trump Tower Tbilisi გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უძრავი ქონების პროექტი - სოსო ფხაკაძე

BM.GE

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის

BM.GE

ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა

ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა

BM.GE