
მგფ-მა 377.6 მილიონი ლარის 24 ტენდერი გამოაცხადა - პროექტების ჩამონათვალი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში დაახლოებით 377.6 მილიონი ლარის ღირებულების 24 ტენდერი გამოაცხადა. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდის მიერ ერთდროულად გამოცხადებული ყველაზე მსხვილი შესყიდვაა.
შესყიდვები ძირითადად საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ტურისტული, ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერების ნაწილი Design-Build მოდელით არის გამოცხადებული, რაც საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ერთიან შესყიდვაში განხორციელებას გულისხმობს.
ყველაზე მსხვილი, 100-100 მილიონი ლარის ღირებულების ორი ტენდერი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მსხვილი პროექტი ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი ლარია. 30 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერია გამოცხადებული ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპზე.
15 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი ითვალისწინებს ქალაქ ბაღდათში ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. 5 მილიონი ლარის პროექტი კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკის დედათა მონასტერში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის დედათა მონასტრის ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, კაცხის სვეტის გადმოსახედისა და ბილიკის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის.
ტენდერების ნაწილი კი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას უკავშირდება. სამუშაოები დაგეგმილია კასპის, გორის, ადიგენის, საგარეჯოს, გურჯაანის, ქარელის, მარტვილის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, ნინოწმინდის, ბორჯომის, სიღნაღის, ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, წალკის, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
ტენდერების პირობების მიხედვით, წინადადებების მიღების ვადები აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის მეორე ნახევრამდეა განსაზღვრული. ყველაზე გვიან, 23 სექტემბერს, სრულდება 100 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ტენდერის ბმული პროექტის აღწერა პროექტის სავარაუდო ღირებულება ლარებში ტენდერში წინადადებების წარდგენის დასრულების ვადა შესყიდვა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 100,000,000 23.09.2026 შესყიდვა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 100,000,000 17.09.2026 შესყიდვა ქალაქ ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 30,000,000 14.09.2026 შესყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია (მეორე ეტაპი) 30,000,000 14.09.2026 შესყიდვა ქალაქ ბაღდათში ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 15,000,000 11.09.2026 შესყიდვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, მერეთში, სათემოსა და ზეღდულეთში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 10,765,059 04.09.2026 შესყიდვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, დუზაგრამასა და ქალაქ საგარეჯოში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 9,420,968 08.09.2026 შესყიდვა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწანში, მაღრაანსა და ქისტაურში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 8,529,808 01.09.2026 შესყიდვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში, ჯიხაშკარსა და ახალაბასთუმანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 7,452,069 01.09.2026 შესყიდვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ერისიმედსა და ხორნაბუჯში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 7,265,490 04.09.2026 შესყიდვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ფონსა და მაწიმში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 7,265,490 04.09.2026 შესყიდვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანსა და ხოვლეში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 6,107,978 02.09.2026 შესყიდვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 5,216,818 08.09.2026 შესყიდვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკის დედათა მონასტერში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (Design-Build) 5,000,000 15.09.2026 შესყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანსა და მუკუზანში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 04.09.2026 შესყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარსა და ჩუმლაყში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 08.09.2026 შესყიდვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 08.09.2026 შესყიდვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 4,843,660 04.09.2026 შესყიდვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 3,499,569 02.09.2026 შესყიდვა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 3,499,569 11.09.2026 შესყიდვა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 2,421,830 08.09.2026 შესყიდვა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 2,421,830 04.09.2026 შესყიდვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოები 2,421,830 08.09.2026 შესყიდვა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის დედათა მონასტრის ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, კაცხის სვეტის გადმოსახედისა და ბილიკის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 2,000,000 11.09.2026
BM.GE
წყარო: bm.ge