მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Microsoft-ს აქციონერები სასამართლოში უჩივიან - რას ედავებიან ტექ-გიგანტს?
Microsoft-ს აქციონერები სასამართლოში უჩივიან - რას ედავებიან ტექ-გიგანტს?

Microsoft-ს აქციონერები სასამართლოში უჩივიან - რას ედავებიან ტექ-გიგანტს?

BM.GE16 ივნისი, 2026, 23:00|bm.ge

ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-ს საკუთარმა აქციონერებმა სასამართლოში უჩივლეს. არსებული ინფორმაციით, მოსარჩელეები კომპანიას ფასიანი ქაღალდების ღირებულების ხელოვნურად გაზრდასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. კოლექტიური სარჩელი სიეტლის ფედერალურ სასამართლოში მიჩიგანის საპენსიო ფონდმა შეიტანა.

როგორც ირკვევა, აქციონერთა უკმაყოფილება ღრუბლოვანი, იგივე ქლაუდ სერვის Azure-ის ზრდის ტემპის შენელებამ და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეულმა მილიარდობით დოლარის ფარულმა ხარჯებმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, დეკემბერში დასრულებულ მეორე ფისკალურ კვარტალში Azure-ის ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები 39%-ით გაიზარდა, თუმცა წინა კვარტალში დაფიქსირებულ 40%-იან ზრდის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლები აღმოჩნდა. ამასთან, კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა კვარტალში $37.5 მილიარდი შეადგინა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $34.3 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. სიეტლის სასამართლოში შეტანილის სარჩელის თანახმად კი, Microsoft-მა რესურსები ხელოვნური ინტელექტის კვლევებისა და ჩეთბოტ Copilot-ის განვითარებისთვის ისე გადაანაწილა, რომ საბოლოოდ ამან ინფრასტრუქტურული შეზღუდვები შექმნა.

საყურადღებო ფაქტია, რომ მიჩიგანის საპენსიო ფონდი მომხდარში ბრალს პირდაპირ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელას და ფინანსურ დირექტორ ემი ჰუდის დებს. თუმცა რა შედეგით შეიძლება დასრულდეს დავა, ამაზე მეტი ჯერ არაფერს წერს.

შეგახსენებთ, რომ რედმონდში რეგისტრირებული Microsoft-ი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და მისი კაპიტალიზაცია თითქმის $3 ტრილიონია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-ს სასამართლოში უჩივლეს - რას ედავებიან AI სტარტაპს?

Anthropic-ს სასამართლოში უჩივლეს - რას ედავებიან AI სტარტაპს?

BM.GE

იტალიის მარეგულირებელმა Apple-ის წინააღმდეგ საქმეზე აღძრა - რას ეხება მოკვლევა?

იტალიის მარეგულირებელმა Apple-ის წინააღმდეგ საქმეზე აღძრა - რას ეხება მოკვლევა?

BM.GE

კრიპტოაქტივების ღირებულება იზრდება – რა არის მიზეზი?

კრიპტოაქტივების ღირებულება იზრდება – რა არის მიზეზი?

BM.GE

მაისში საქართველოდან $36.9 მილიონი გადაირიცხა - TOP-10

მაისში საქართველოდან $36.9 მილიონი გადაირიცხა - TOP-10

BM.GE