მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს
მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE12 მაისი, 2026, 03:05|bm.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ სექტორზეც. საუბარი შეეხო მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებსაც, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ.

მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საფრანგეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE