მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება პირველ კვარტალში 76%-ით გაიზარდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება პირველ კვარტალში 76%-ით გაიზარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება პირველ კვარტალში 76%-ით გაიზარდა

BM.GE29 აპრილი, 2026, 14:51|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 51.1 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს - ამის შესახებ მისოების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ხდება ცნობილი. კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, მისოების ჯამური მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით, ანუ 22.2 მილიონი ლარით გაიზარდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისოებმა პირველ კვარტალში 135 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 91.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 57%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება საკომისიოებს და სხვა მოსაკრებლებს, მათგან მისოებმა წელს პირველ კვარტალში 18 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ხარჯებს მათ შორის პირველი ადგილი თანამშრომელთა ხელფასებს უჭირავს, მისოებმა ანაზღაურებებზე წინა წლის იდენტური თანხა 29 მილიონი ლარი დახარჯეს, საიჯარო ხარჯები 4 მილიონი ლარი იყო, ცვეთის ხარჯები 2.6 მილიონი ლარი, სხვა არასაპროცენტო ხარჯები კი 7.7 მილიონი ლარი.

მისოების საკრედიტო პორტფელი ამჟამად 2 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ 501 მილიონი ლარით არის გაზრდილი. დაკრედიტების მატება ძირითადად სალომბარდე კრედიტების ზრდას უკავშირდება, კერძოდ თუკი 2025 წლის პირველ კვარტალში ამ სესხების პორტფელი 1.17 მილიარდი ლარი იყო, ამჟამად ის 1.63 მილიარდ ლარს აღწევს, რაც 39%-ის, ანუ 456 მილიონი ლარის მატებას წარმოადგენს. შედეგად სალომბარდე კრედიტებმა მთლიანად მისოების სექტორის სესხების 79%-ს მიაღწია.

რაც შეეხება დაგირავებულ აქტივებს, მისოებში დაგირავებულია 1.48 მილიარდი ლარის ოქრო და ძვირფასეულობა, 135 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებები და 9.7 მილიონი ლარის უძრავი ქონება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წელს იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი ₾71.3 მილიონია - როგორ იცვლებოდა დაფინანსება წლების მიხედვით?

წელს იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი ₾71.3 მილიონია - როგორ იცვლებოდა დაფინანსება წლების მიხედვით?

BM.GE

სკოლის ფორმებისთვის ₾45 მილიონის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

სკოლის ფორმებისთვის ₾45 მილიონის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

BM.GE

აშშ-ში საწვავის ფასი 4-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

აშშ-ში საწვავის ფასი 4-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

BM.GE

"თქვენს კომფორტულად მოწყობილ ოთახებში ვერ აღწევს დედების პროტესტის ხმა" - ქეთევან ბაკარაძე ჯანდაცვის მინისტრს

"თქვენს კომფორტულად მოწყობილ ოთახებში ვერ აღწევს დედების პროტესტის ხმა" - ქეთევან ბაკარაძე ჯანდაცვის მინისტრს

BM.GE