მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკროსაფინანსოებში ₾135 მილიონის ავტომობილები არის დალომბარდებული
მიკროსაფინანსოებში ₾135 მილიონის ავტომობილები არის დალომბარდებული

მიკროსაფინანსოებში ₾135 მილიონის ავტომობილები არის დალომბარდებული

BM.GE29 აპრილი, 2026, 22:58|bm.ge

2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 135 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები არის დაგირავებული - ამის შესახებ მისოების მიერ წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ სახის ავტოსესხების მოცულობა 17%-ით არის გაზრდილი.

თუმცა, ავტომობილები არ არის ყველაზე მეტად დაგირავებადი საქონელი, ამ პოზიციას ოქრო და ძვირფასეულობა იკავებს 1.48 მილიარდი ლარით, ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც რაც მისო-ებში დაცული ძვირფასეულობის ღირებულებას კიდევ ზრდის.

მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისოების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისოებმა პირველ კვარტალში 135 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 91.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 57%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE