მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მისი პროფესიონალიზმი და ნათელი გონება მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩვენს სფეროში" - "შერატონი" კახა გველესიანზე
"მისი პროფესიონალიზმი და ნათელი გონება მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩვენს სფეროში" - "შერატონი" კახა გველესიანზე

"მისი პროფესიონალიზმი და ნათელი გონება მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩვენს სფეროში" - "შერატონი" კახა გველესიანზე

BM.GE3 ივლისი, 2026, 16:42|bm.ge

კახა გველესიანის გარდაცვალებას "შერატონ მეტეხი თბილისი" ეხმაურება და ბიზნესმენის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

კახა გველესიანი 1-ელ ივლისს გარდაიცვალა. ბიზნესმენის სახელს უკავშირდება საგამოფენო სივრცე "ექსპოჯორჯიას", ასევე სასტუმროების: თბილისი მარიოტის, ქორთიარდ თბილისისა და მოქსი თბილისის - დაფუძნება და მთაწმინდის ისტორიული "ფუნიკულიორის" კომპლექსის რესტავრაცია და მართვა.

"ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ ჩვენს მეგობარ სასტუმროებს – თბილისი მარიოტს, ქორთიარდ თბილისსა და მოქსი თბილისს – ბატონი კახა გველესიანის გარდაცვალების გამო.

ბატონი კახას წვლილი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი იყო. მისი პროფესიონალიზმი, ლიდერობა და ნათელი გონება მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩვენს სფეროში, ხოლო მისი არყოფნა გულწრფელად დაგვაკლდება.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველას, ვისაც მისი ცხოვრება და საქმიანობა შეეხო. ვუსურვებთ ძალას, გამძლეობასა და სიმშვიდეს ამ დიდი დანაკლისის გადასატანად", - ვკითხულობთ "შერატონის" განცხადებაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრისას დავადასტურეთ თანამშრომლობის გაძლიერებისადმი ერთგულება - კობახიძე

უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრისას დავადასტურეთ თანამშრომლობის გაძლიერებისადმი ერთგულება - კობახიძე

BM.GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

BM.GE

კანადა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიცირების მიზნით აზიის მიმართულებით ახალ მილსადენს ააშენებს

კანადა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიცირების მიზნით აზიის მიმართულებით ახალ მილსადენს ააშენებს

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE