მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მისო „ჯი-აი-სი“ ლიკვიდაციის რეჟიმშია - როგორ უნდა მოიქცნენ კრედიტორები?
მისო „ჯი-აი-სი“ ლიკვიდაციის რეჟიმშია - როგორ უნდა მოიქცნენ კრედიტორები?

მისო „ჯი-აი-სი“ ლიკვიდაციის რეჟიმშია - როგორ უნდა მოიქცნენ კრედიტორები?

BM.GE5 ივნისი, 2026, 15:47|bm.ge

სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოსცა.

სებ-ის ინფორმაციით, სს მისო „ჯი-აი-სი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; • სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

• ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; • სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

სებ-ის თანახმად, ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. N96, ბ.1 (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE