მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მისოებში ყველაზე სწრაფად სალომბარდე კრედიტები იზრდება - დაგირავებულია ₾1.62 მლრდ-ის ოქრო
მისოებში ყველაზე სწრაფად სალომბარდე კრედიტები იზრდება - დაგირავებულია ₾1.62 მლრდ-ის ოქრო

მისოებში ყველაზე სწრაფად სალომბარდე კრედიტები იზრდება - დაგირავებულია ₾1.62 მლრდ-ის ოქრო

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 20:32|bm.ge

საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 2026 წლის სექტემბრის ბოლოს 2.25 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 484.4 მლნ ლარით, ანუ 27.35%-ით მეტია. ამავე პერიოდში გაცემული აქტიური სესხების რაოდენობა 7.46%-ით გაიზარდა და 884 253 შეადგინა. შესაბამისად, საშუალო სესხის მოცულობა დაახლოებით 2 152 ლარიდან 2 550 ლარამდე გაიზარდა.

პორტფელის უდიდესი ნაწილი ლომბარდულ სესხებზე მოდის. სექტემბრის ბოლოს მათი ჯამური მოცულობა 1.77 მლრდ ლარი იყო, წლიური ზრდა კი 29.75%-ს შეადგენდა. ლომბარდული სესხები მთლიანი პორტფელის 78.8%-ს იკავებდა. მათი რაოდენობა 6.8%-ით, 809 028-მდე გაიზარდა, საშუალო მოცულობა კი დაახლოებით 1 807 ლარიდან 2 196 ლარამდე.

მეორე მსხვილი მიმართულება სამომხმარებლო სესხებია. მათი პორტფელი წლიურად 20.2%-ით გაიზარდა და 311.45 მლნ ლარს მიაღწია. გაცემული სესხების რაოდენობა 17.9%-ით, 53 184-მდე გაიზარდა, საშუალო სესხის მოცულობა კი დაახლოებით 5 855 ლარი იყო.

ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს დაფინანსებაზე 83.4 მლნ ლარი მოდიოდა, რაც წლიურად 18%-ით მეტია. სოფლის მეურნეობის სესხების მოცულობა 21.1%-ით გაიზარდა და 59.6 მლნ ლარი შეადგინა. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების პორტფელი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 19.15 მლნ ლარი იყო, თუმცა მათი რაოდენობა 6.9%-ით შემცირდა. განვადებით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, თუმცა მთლიან პორტფელში მათი წილი კვლავ მცირეა.

სესხების უზრუნველყოფის ყველაზე გავრცელებული საშუალება კვლავ ოქრო და ძვირფასი ლითონებია. ამ კატეგორიის უზრუნველყოფის ღირებულებამ 1.62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 30.7%-ით მეტია. გაიზარდა ავტომობილებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობაც, 26.3%-ით, 388.9 მლნ ლარამდე. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები 9.4%-ით გაიზარდა და 141.8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, არაუზრუნველყოფილი სესხების მოცულობა 18.5%-ით, 66.8 მლნ ლარამდე გაიზარდა.

საკრედიტო პორტფელის ზრდას თან ახლდა საპროცენტო შემოსავლების მატებაც. 2026 წლის ცხრა თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავალმა 442.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.1%-ით მეტია. მათ შორის, ლომბარდული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი 49%-ით გაიზარდა და 299.9 მლნ ლარს მიაღწია. სამომხმარებლო სესხებიდან მიღებული შემოსავალი 20.9%-ით, 68.1 მლნ ლარამდე გაიზარდა.

სექტორის წმინდა საპროცენტო შემოსავალი 316.9 მლნ ლარი იყო, წლიური ზრდა კი 41.9%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 172.5 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ცხრა თვის მაჩვენებელს 57.7%-ით აღემატება. მოგების ზრდის მიუხედავად, გაიზარდა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებშიც მიმართული ხარჯი: 21.6 მლნ ლარამდე, წინა წლის 10.35 მლნ ლარიდან.

სექტორის საკრედიტო საქმიანობა ძირითადად ნასესხები სახსრებით ფინანსდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოზიდული სესხებისა და სხვა ნასესხები სახსრების მოცულობა სექტემბრის ბოლოს 1.58 მლრდ ლარი იყო, რაც წლიურად 28.2%-ით მეტია. მათ შორის, ბანკებიდან მიღებული სესხები 889.7 მლნ ლარს შეადგენდა, ფიზიკური პირებისგან მოზიდული სახსრები კი 271.3 მლნ ლარს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

2026 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 307 ობიექტი მიიღეს - კლება 5.9%-ია

2026 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 307 ობიექტი მიიღეს - კლება 5.9%-ია

BM.GE

ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა

ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა

BM.GE

პარლამენტის კომიტეტმა კახეთში ბადიაური-ბაკურციხის და გურჯაანი-თელავის მაგისტრალისთვის AIIB-ის სესხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტმა კახეთში ბადიაური-ბაკურციხის და გურჯაანი-თელავის მაგისტრალისთვის AIIB-ის სესხს მხარი დაუჭირა

BM.GE