მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 307 ობიექტი მიიღეს - კლება 5.9%-ია
2026 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 307 ობიექტი მიიღეს - კლება 5.9%-ია

2026 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 307 ობიექტი მიიღეს - კლება 5.9%-ია

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 20:51|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სულ 2 307 ობიექტი მიიღეს ექსპლუატაციაში, რომელთა საერთო ფართობმა 2 543 645 კვადრატული მეტრი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 5.9%-ით შემცირდა, თუმცა დასრულებული საერთო ფართობი 2.8%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის ნიშნულს (2.48 მლნ მ²).

დასრულებულ შენობებში მთავარ მიმართულებად კვლავ საცხოვრებელი უძრავი ქონება რჩება, რომლის წილიც მთლიან ექსპლუატაციაში შესულ ფართობში გაიზარდა:

2025 წლის 9 თვეში საცხოვრებელ შენობებზე მიღებული ფართობი 1.72 მილიონ მ²-ს შეადგენდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ მაჩვენებელმა 1.79 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც ექსპლუატაციაში მიღებული მთლიანი ფართობის 70.5%-ს შეადგენს.

შესაბამისად, წლიურ ჭრილში საცხოვრებელ სეგმენტში ობიექტების რაოდენობა მცირედით - 4.1%-ით შემცირდა, თუმცა დასრულებული ფართობი 4.5%-ით გაიზარდა.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რეგიონული განაწილება

ქვეყანაში ექსპლუატაციაში შესული მთლიანი ფართობის 55.8% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 19.4% - აჭარაზე.

რეგიონებში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების განაწილება ასე გამოიყურება:

რეგიონი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები 2025 ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები 2026 ცვლილება საერთო ფართობი (მ².) 2025 საერთო ფართობი (მ².) 2026 ცვლილება ქ. თბილისი 854 749 -12.3% 1 431 967 1 418 698 -0.9% აჭარის არ 84 86 +2.4% 245 709 492 770 +100.6% ქვემო ქართლი 223 198 -11.2% 139 435 133 566 -4.2% მცხეთა-მთიანეთი 311 321 +3.2% 106 843 132 207 +23.7% კახეთი 284 282 -0.7% 125 291 89 151 -28.8% იმერეთი 200 141 -29.5% 215 050 87 652 -59.2% შიდა ქართლი 171 186 +8.8% 98 843 63 034 -36.2% სამეგრელო-ზემო სვანეთი 127 140 +10.2% 53 411 54 241 +1.6% სამცხე-ჯავახეთი 107 126 +17.8% 25 040 38 187 +52.5% გურია 71 61 -14.1% 30 032 29 931 -0.3% რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 20 17 -15.0% 3 602 4 208 +16.8% საქართველო სულ 2 452 2 307 -5.9% 2 475 223 2 543 645 +2.8%

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების დარგობრივი განაწილება

დასრულებული ფართობის მატება დაფიქსირდა სასტუმროების სექტორშიც: 2026 წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 40 სასტუმრო შევიდა, ჯამური 192 778 მ² ფართობით. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 52 ობიექტზე 181 545 მ² მოდიოდა. შესაბამისად, ობიექტების რაოდენობა 23.1%-ით შემცირდა, თუმცა ფართობი 6.2%-ით გაიზარდა.

კომერციულ სეგმენტში სავაჭრო ობიექტებზე მიღებული ფართობი თითქმის უცვლელი დარჩა: დასრულდა 231 ობიექტი საერთო ფართობით 132 059 მ² (2025 წლის 9 თვეში - 267 ობიექტი და 130 848 მ², ზრდა +0.9%).

მკვეთრი ზრდა აღირიცხა სასწავლო დაწესებულებებზე: დასრულდა 14 ობიექტი 35 974 მ² ფართობით, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

ადმინისტრაციული დანიშნულების შენობებში ექსპლუატაციაში 27 ობიექტი შევიდა, 47 789 მ² ფართობით, რაც 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელზე 39%-ით მეტია.

კლება დაფიქსირდა სამრეწველო და სასაწყობო შენობების მიმართულებით - ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი 258-დან 229-მდე, ხოლო ფართობი 238 166-დან 212 641 მ²-მდე შემცირდა (-10.7%).

კლება დაფიქსირდა სპორტულ ნაგებობებშიც, სადაც მიღებული ფართობი 43 377-დან 6 341 მ²-მდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული შენობების რაოდენობა არ შეცვლილა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების ფართობი კი 43 634-დან 33 542 მ²-მდე, 23.1%-ით შემცირდა, სადაც ექსპლუატაციაში 46 შენობა შევიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

ისრაელის არჩევნებში გამარჯვებული არ გამოიკვეთა - ლიდერობს ნეთანიაჰუს ბლოკი

ისრაელის არჩევნებში გამარჯვებული არ გამოიკვეთა - ლიდერობს ნეთანიაჰუს ბლოკი

BM.GE

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი - ყველაფერი, რაც 2026 წელს უნდა იცოდეთ

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი - ყველაფერი, რაც 2026 წელს უნდა იცოდეთ

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა

ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა

BM.GE