
„მხოლოდ დასვენება სჭირდება“ - სპორტული მედია ილია თოფურიაზე
სპორტული მედია საშუალება marca-ს ჟურნალისტი ირატი პრატი, ქართველი MMA-ს მებრძოლის ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, ვაშინგტონის საავადმყოფოში, სადაც ილია თოფურია ღამით იმყოფებოდა, ექიმები კომპიუტერული ტომოგრაფიის საბოლოო შედეგებს ელიან. წინასწარი შეფასებით, მას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.
„ვაშინგტონის საავადმყოფოში, სადაც ის ღამე გაატარა, ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის საბოლოო შედეგების მოლოდინში ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, თუმცა ქირურგიული ჩარევა აბსოლუტურად საჭირო არ არის. მას მხოლოდ დასვენება სჭირდება. ასე მითხრეს“, - წერს ჟურნალისტი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ და მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც კარიერაში პირველი მარცხი განიცადა. ორ წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაცავად, ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა. დრამატული ბრძოლა გეიჯის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირი UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა და ის უპრეცედენტო ლოკაციაზე თეთრი სახლის ეზოში სპეციალურად დამონტაჟებულ ოქტაგონზე ჩატარდა.
BM.GE