მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია" - ვანო ვაშაყმაძე
"მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია" - ვანო ვაშაყმაძე

"მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია" - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE6 სექტემბერი, 2026, 22:10|bm.ge

ტურიზმის ექსპერტის ვანო ვაშაყმაძის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის სტატისტიკის დათვლის არსებული მეთოდოლოგია კითხვებს აჩენს. ექსპერტის შეფასებით, ოფიციალურ მონაცემებში ხშირად ის პირებიც ხვდებიან, რომლებიც ქვეყანაში არა კლასიკური ტურისტული მიზნით, არამედ რეგიონში არსებული ომისა და კონფლიქტების გამო საცხოვრებლად არიან გადმოსულები.

„ერთ ვიზიტზე დანახარჯი უფრო მცირეა, რადგან ტურიზმად ითვლება ის შემოსავლები, რომელსაც არაქართველი რეზიდენტი საქართველოში ყოფნისას ხარჯავს. თუმცა ხშირად ეს რეზიდენტი არ არის კლასიკური ტურისტი, ის შემოდის საცხოვრებლად, იმიტომ რომ ჩვენს გარემოში, ახლო სამეზობლოში ომია და, შესაბამისად აქ ცხოვრობს.

ეს სტატისტიკური მეთოდიკა როგორ ითვლება ღმერთმა უწყის, არ ვიცი! მიმართავ საქსტატს, ეროვნულ ბანკს, ტურიზმის ადმინისტრაციას და არ ამბობენ, იმიტომ რომ ეს დახურული ინფორმაციაა. ერთგვარი შეკრული წრეა.“ – აღნიშნა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ვაშაყმაძემ.

დარგის წარმომადგენლების შეფასებით, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კომპლექსური რეფორმებია საჭირო.

პირველი პრობლემა კადრების გადინებაა, რის მიზეზადაც დაბალი ანაზღაურება სახელდება. მეორე სეზონურობა და რეგიონებში ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მესამე კი ქვეყნის საგარეო მარკეტინგია.

ვაშაყმაძის თქმით, საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება განახლებას საჭიროებს, რადგან მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით უცხოელი ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია.

„სექტორს სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება. ერთი ეს არის კადრების მომზადება. აქ საჭიროა განათლების სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის თანამშრომლობა. მომზადებული კარგი კადრი ელის სხვა ანაზღაურებას, ხოლო ინდუსტრია აძლევს სხვა შეთავაზებას, შესაბამისად, კაცი მიდის და სხვაგან პოულობს სამუშაოს. როგორ დავაახლოოთ ეს, თუ არა ისე, რომ ეს შეთანხმება გაკეთდეს მანამ, სანამ დაიწყება სასწავლო კურიკულუმი და სანამ ადამიანი მიიღებს მეტ-ნაკლებად გარანტირებულ შეთავაზებას შემდგომ დასაქმებაზე?

მეორეა ინფრასტრუქტურა: ბათუმში არავინ არ ჩამოვა წვიმიან შემოდგომაზე, თუ მის ირგვლივ რამე საინტერესო არ ხდება. შესაბამისად, რეგიონალიზაციაა საჭირო, რისთვისაც საჭიროა ინფრასტრუქტურა პირველ რიგში და მერე სანახაობა - დანიშნულების ადგილების შექმნა. ეს საჭიროებს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას, მოვლა-პატრონობას და მათ უკეთესს მენეჯმენტს. როგორ შეიძლება ტურიზმმა ეს გადაჭრას, თუ არ დაჯდა, მაგალითად, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ინტენსიურად სალაპარაკოდ, მერე ის არ წავიდა და დონორი არ მოიყვანა, ან ბიუჯეტიდან წამოიღო ფული?

მნიშვნელოვანია გარე ქვეყნის რეკლამირება: როცა ადმინისტრაცია წყვეტს, სად გააკეთოს და რა გამოფენებზე გავიდეს, აუცილებლად სჭირდება მას კონსულტაცია: რით მიდის იქ, რა მიაქვს სათქმელად? ნუ, ხინკალი და ხაჭაპური ცოტა დაძველდა, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ... და ასე შემდეგ.“ - ამბობს ექსპერტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

BM.GE

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

BM.GE

ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

BM.GE