მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე
ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

BM.GE6 სექტემბერი, 2026, 20:35|bm.ge

ეკონომიკის დოქტორი და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ აგროთანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი თვის განმავლობაში მხოლოდ რვა პროექტის დაფინანსება ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

როგორც ცოფურაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ეს სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროცესს მოუმზადებელი შეხვდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ პროგრამის მოდიფიცირება და კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკების პროცესი გააგრძელოს.

“ეს პროცესი მოუმზადებელი იყო... ვნახეთ მაჩვენებელიც, რომ რვა პროექტი გავიდა ორი თვის განმავლობაში, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მათემატიკურად რომ დაყოთ, რვა პროექტი დაახლოებით 4 მილიონი ლარია. ამ 4 მილიონიდან სახელმწიფო თვლის, რომ უკან დასაბრუნებელი “ქეშბექის” პრინციპით აქვს ნახევარი ანუ ორი მილიონი ლარი. ეს 2 მილიონი გადაამრავლეთ ექვს თვეზე, თუ ორ თვეში მივიღეთ ამდენი, წლიური 12 მილიონის გულისთვის გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი?

ყველაფერი გარკვეულწილად მათაც [სამინისტროს] აფიქრებთ, აშფოთებთ და იმიტომ მიმდინარეობს უკვე ბანკებთან მოლაპარაკება. უნდა მოხდეს ამ პროცესის კარგად გაანალიზება და შესწავლა და ასევე პროცესის გამარტივება.

იყო იმაზეც საუბარი, რომ ჩვენ მივიღებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაბნევას და მხოლოდ მსხვილ ბიზნესმენებს. მაგრამ ეს მსხვილი ბიზნესიც [ხედავს], რომ სოფლის მეურნეობაში დიდი საწარმოო ჯაჭვი სახელმწიფოს მხრიდან არ კონტროლდება და არ რეგულირდება, ამიტომ დიდ ბიზნესსაც აღარ უნდა აქ დიდი ფულის ჩადება”, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

ცნობისთვის, "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში”, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა, შესაძლოა, მალე ცვლილებები შევიდეს, რომელიც ბენეფიციარების დაფინანსების პირობებს და ბანკებთან ურთიერთობას შეეხება. BMG-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მენეჯმენტს შორის სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. განიხილება ასეთი მოდელი: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ბიზნესგეგმის მოწონების და ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თანხა, რომელიც მეწარმემ პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა მიიღოს, შესაძლოა, ბანკში დეპოზიტზე განთავსდეს, რაც ბანკისთვის დამატებითი გარანტია იქნება სესხის გაცემისას.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგროთანადაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრომეწარმეების მხრიდან წარდგენილი 8 პროექტი მოიწონა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნითიმედი
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცა საშუალება, ხელახლა აირჩიოს პროფესია და მეორადი ჩარიცხვის პროცესი განხორციელდეს - ნინო წილოსანირუსთავი 2
  • რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდანტვ პირველი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

BM.GE

წელს ნივრის იმპორტში $1.37 მლნ გადავიხადეთ - მთავარი მომწოდებელი ჩინეთია

წელს ნივრის იმპორტში $1.37 მლნ გადავიხადეთ - მთავარი მომწოდებელი ჩინეთია

BM.GE

უმაღლესი განათლების რეფორმა წმინდა ბიზნესურად კერძო უნივერსიტეტებისთვის იყო სასარგებლო - შალვა ტაბატაძე

უმაღლესი განათლების რეფორმა წმინდა ბიზნესურად კერძო უნივერსიტეტებისთვის იყო სასარგებლო - შალვა ტაბატაძე

BM.GE