მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მნიშვნელოვანია, დანაკარგი დროულად ავანაზღაუროთ და ქსელი გამართული იყოს - ვეფხვაძე ელექტროსისტემაზე
მნიშვნელოვანია, დანაკარგი დროულად ავანაზღაუროთ და ქსელი გამართული იყოს - ვეფხვაძე ელექტროსისტემაზე

მნიშვნელოვანია, დანაკარგი დროულად ავანაზღაუროთ და ქსელი გამართული იყოს - ვეფხვაძე ელექტროსისტემაზე

BM.GE9 ივნისი, 2026, 08:30|bm.ge

ენერგეტიკის დარგის ინვესტორებისთვის გამართული ენერგეტიკული ქსელი მნიშვნელოვანია - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.

როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG‑ისთან ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გასულ პერიოდში შეჩერებული ინფრასტრუქტურის, გადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა განაახლა.

მისი თქმით, ქსელის განახლებას განსაკუთრებით მშენებლობის ეტაპზე მყოფი გენერაციის ობიექტების ინვესტორები ელოდებიან.

„ბიზნესისთვის ეს გამოწვევაა, იმიტომ რომ როდესაც ელექტროსადგურს აშენებ და ამავდროულად გაქვს ინფორმაცია, კონკრეტული წლისთვის იქნება ქსელი გამართული, თუ არ შესრულდა ეს მოცემულობა, ცხადია, შენთვის არის ფუჭი ინვესტიცია. გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ორი-სამი წელი დაკარგო და ელექტროენერგია ბაზარს ვერ მიაწოდო. ამიტომ „სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ეფექტიანობის და ეფექტურობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის, რაც შარშან ვერ გავაკეთეთ, ეს დანაკარგი დროულად ავანაზღაუროთ. დროულად იყოს გამართული ელექტროსისტემა [გადამცემი ხაზები, ქვესადგურები] თუნდაც იმ სადგურების გამართული მუშაობისთვის, რომელიც დღეს მშენებლობის სტადიაზეა.

დღეს ელექტროსისტემაში ძალიან ეფექტიანი და აქტიური ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელი გვყავს, რომელსაც პირადი ურთიერთობა აქვს ყველა საერთაშორისო ინვესტორთან. მე რამდენადაც ვიცი, ყველა ინვესტორთან გადაიხედა პროექტები და ახალი მოცემულობით მშენებლობა ზოგან გადაიხედა და ზოგან განახლდა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, 2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის მხოლოდ 9% შეასრულა.

ცოტა ხნის წინ კი ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ გასულ პერიოდში შეჩერებული და გაჭიანურებული ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა განახლდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სად ღირს მსოფლიოში სპორტული დარბაზი ყველაზე ძვირი/იაფი? – საქართველო TOP-20-შია

სად ღირს მსოფლიოში სპორტული დარბაზი ყველაზე ძვირი/იაფი? – საქართველო TOP-20-შია

BM.GE

ჩეჩილი, ტენილი, სულგუნი - „ელიას" ყველის გაყიდვები ოთხჯერ გაეზარდა

ჩეჩილი, ტენილი, სულგუნი - „ელიას" ყველის გაყიდვები ოთხჯერ გაეზარდა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები

BM.GE

9 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

9 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE