მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი" - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე
"მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი" - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე

"მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი" - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე

BM.GE19 მაისი, 2026, 00:22|bm.ge

"მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და ამ ახალი შეთანხმებებით ახალი მნიშვნელობა მიენიჭება ორივე ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოზე გავაკეთებ აქცენტს. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგორესურსების ტრანზიტზე, გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. ამ ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა დღეს ბაქოში, რაც საქართველოს სრულიად სხვა მნიშვნელობას შესძენს,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მოქალაქეთა გადაადგილებას, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასაც.„გარდა იმ მნიშვნელოვანი თემებისა, რომლებიც უკვე აღინიშნა სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი იყო ასევე აზერბაიჯანის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ სამგზავრო მატარებლის მოძრაობა განახლდეს ორ ქვეყანას შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე აზერბაიჯანის მოაქალაქეებისთვის და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ასევე ხელს ხალხთა შორის ურთიერთობებს, გარდა ბიზნეს კავშირებისა,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

აქციზის შემცირებაზე ეფექტური მექანიზმი ინდექსაციაა - პაატა ტრაპაიძე სამშენებლო პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებაზე

აქციზის შემცირებაზე ეფექტური მექანიზმი ინდექსაციაა - პაატა ტრაპაიძე სამშენებლო პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებაზე

BM.GE

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE