მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს
“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს

“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს

BM.GE4 მაისი, 2026, 20:13|bm.ge

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული იმართება.

ინიციატივის ფარგლებში კი საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას სტუმრობენ და V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხებზე სახალისო და ინტერაქციულ გაკვეთილებს ატარებენ.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, მიიღონ ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებები, დასვან სწორი კითხვები და გამოიმუშაონ გონივრული ფინანსური ჩვევები.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბანკის თანამშრომლები ესტუმრნენ და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ბიუჯეტირებაზე, დაზოგვასა და ინვესტირებაზე ისაუბრეს.

„მჯერა, რომ ფინანსური წიგნიერება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია, რომელიც ადრეული ასაკიდან უნდა ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პროექტში ჩართვა - მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე გამეზიარებინა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მათი მაღალი ინტერესი და ჩართულობა - ისინი სვამდნენ პრაქტიკულ კითხვებს დაზოგვაზე, ინფლაციასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ვფიქრობ, ეს ცოდნა მათ დაეხმარება, მომავალში უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ და ფინანსური მედეგობა ჩამოაყალიბონ”, - აღნიშნავს შორენა ვახანია, სერვის ცენტრის მმართველის მოადგილე.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ პროცესში, სვამდნენ კითხვებს და ინტერესს იჩენდნენ ფინანსური თემების მიმართ. შორენას შეფასებით, მიღებული ცოდნა მათ მომავალში დაეხმარება უფრო გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯების გადადგმაში.

ინფორმაციისთვის, ინიციატივა წარმოადგენს ფულის გლობალური კვირეულის ნაწილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ხორციელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE