მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოლოდინია, რომ ახალი სიმძლავრის აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება - მაია მელიქიძე
მოლოდინია, რომ ახალი სიმძლავრის აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება - მაია მელიქიძე

მოლოდინია, რომ ახალი სიმძლავრის აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება - მაია მელიქიძე

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 02:17|bm.ge

ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები ჰიდროენერგეტიკის მხარდამჭერი ახალი აუქციონის მოლოდინში არიან.

როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, მოლოდინია, რომ ახალი აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება და ის როგორც ახალ, ისე უკვე არსებულ მემორანდუმიან პროექტებს შეეხება.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ახალმა აუქციონმა იმ სატარიფო გამოწვევებს უპასუხოს, რაც პირველი და მეორე CFD აუქციონის ფარგლებში გამოიკვეთა.

“კერძო სექტორი აცხადებდა, რომ პირველი და მეორე CFD აუქციონის ჭრილში გამოთვლილი ე.წ მედიანური ტარიფი ვეღარ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომლის წინაშეც სექტორი დგას. აქ იგულისხმება ის ბიზნეს მოდელი, რომელზეც აწყობილი ჰქონდათ ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი და არა მხოლოდ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, რასაც ინფლაციას ვუწოდებთ და მათ შორის საქართველოშიც, ფაქტია, რომ მოცემულობა შეცვალა და ამიტომ სახელმწიფოს ვთხოვდით იმას, რომ გაეთვალისწინებინა ეს მდგომარეობა. რეალურად ახლა მიდის საუბარი ე.წ. ჰოლანდიურ მეთოდზე.

ჰოლანდიური მეთოდი ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ახალი CFD აუქციონის ჩატარებას ექნება ადგილი, არამედ გადაიხედება სატარიფო კომპონენტის თვალსაზრისით, ის ძველი პროექტები, რომლებიც გამარჯვებულები იყვნენ CFD აუქციონებში, პირველ და მეორე აუქციონში. დეტალებზე უკვე გვექნება მომავალი კვირების განმავლობაში საუბარი. თუმცა დაანონსებული არის, რომ დაახლოებით დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ დროის მონაცემებით ცნობილი არაა.

აქ უბრალოდ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ კერძო სექტორიც იყოს ამ პროცესში ჩართული, ვინაიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალების და პროფილური კომპანიების და კვალიფიციური კომპანიების არსებობა ბაზარზე. იმიტომ, რომ ის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც უნდა შეიქმნას და საბოლოო ჯამში გავიდეთ იმ შედეგამდე, რაც არის მეტი ელექტროენერგიის გენერაცია და სწორი და მეთოდით და სტრატეგიით დამაგროვებლების განვითარება”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

აღსანიშნავია, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო ენერგეტიკის დარგის მხარდამჭერ ახალ მოდელზე მუშაობს. თუმცა მას ახალ მექანიზმთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

BM.GE

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია

BM.GE

15%-იანი ზრდა სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია - ლაშა ნიკოლაძე

15%-იანი ზრდა სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია - ლაშა ნიკოლაძე

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის

BM.GE