მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას
ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 02:35|bm.ge

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის უახლესი სტატისტიკა მოექცევა, რომელზეც FED-ს მომავალი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3.4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ინფლაცია 3.2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუ რეალური შედეგები პროგნოზირებულზე უარესი აღმოჩნდება, საფონდო ბირჟაზე ისევ დაღმასვლის ტენდენციის გაგრძელებას ვიხილავთ.

ცხადია, ინვესტორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან გეოპოლიტიკურ პროცესებსაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი აშშ-ირან-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესია, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფაქტობრივად, გაყინული იყო.

ამასთან, მომავალი კვირა გამორჩეულად დატვირთული იქნება მსხვილი კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროების მიმართულებით. კერძოდ, საკუთარ შედეგებს გაგვაცნობენ HP, Dell, Analog Devices, Deere, Li Auto, BHP Group, Trip.com, Zoom და Autodesk.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს განასაჯაროებს:

• საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები • ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი) • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის სექტემბერი) • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ოქტომბერი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

BM.GE

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია

BM.GE

მოლოდინია, რომ ახალი სიმძლავრის აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება - მაია მელიქიძე

მოლოდინია, რომ ახალი სიმძლავრის აუქციონი დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება - მაია მელიქიძე

BM.GE

15%-იანი ზრდა სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია - ლაშა ნიკოლაძე

15%-იანი ზრდა სადაზღვევო ინდუსტრიის ძალიან დიდი მონდომების და მუშაობის შედეგია - ლაშა ნიკოლაძე

BM.GE